ერნესტ ლოურენსი
ერნესტ ლოურენსი (ინგლ. Ernest Orlando Lawrence; დ. 8 აგვისტო, 1901, კანტონი — გ. 27 აგვისტო, 1958, პალო-ალტო) — ამერიკელი ბირთვული ფიზიკოსი, რომელიც გახდა 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ციკლოტრონის გამოგონებისათვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერნესტ ორლანდო ლოურენსი დაიბადა 1901 წლის 8 აგვისტოს კანტონში. მისი მშობლები იყვნენ კარლ გუსტავ და გუნდა ლოურენსები, რომლებიც იყვნენ ნორვეგიელი ემიგრანტების შთამომავლები. ერნესტს ჰყავდა უმცროსი ძმა, სახელად ჯონი. აღზრდის პერიოდში ერნესტის საუკეთესო მეგობარი იყო მერლე ტუვე, რომელსაც აგრეთვე სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი.[32]
ერნესტი ესწრებოდა კანტონისა და პირის დაწყებითი სკოლების გაკვეთილებს, შემდგომ მან სწავლა განაგრძო ნორტფილდში მდებარე ერთ-ერთ კოლეჯში, თუმცა ერთი წლის შემდგომ იგი გადავიდა სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში, ვერმილიონში.[33] ერნესტმა 1922 წელს აიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში,[34] ხოლო მაგისტრის ხარისხი მან მოიპოვა 1923 წელს მინესოტას უნივერსიტეტში უილიამ ფრანცის გრეი სვანის ზედამხედველობის ქვეშ.
ლოურენსი უილიამ სვანს გაჰყვა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ იელის უნივერსიტეტში ნიუ-ჰეივენი, სადაც ლოურენსმა 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.[35]. ამ პერიოდში ლოურენსი აირჩიეს „სიგმა Xi“ წევრად და სვანის რეკომენტაციით მან მიიღო ეროვნული სამეცნიერო საბჭოს სტიპენდია. იმის ნაცვლად, რომ მას ეს შანსი გამოეყენებინა და ემოგზაურა ევროპაში, იგი დარჩა იელეს უნივერსიტეტში უილიამ სვანთან როგორც მკვლევარად.[36]
შემდგომ ერნესტი ვირჯინიის უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტთან, ჯესი ბიმსთან ერთად კვლავ აწარმოებდა ფოტოელექტრულ ეფექტებზე დაკვირვებებს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერნესტ ლოურენსის ჯილდოებიდან გამორჩეული ადგილი უჭირავს ნობელის პრემიას, რომელიც მან მოიპოვა 1939 წელს ცილკოტრონის შექმნისათვის. ლოურენსის სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია: ელიოტ კრესონის მედალი და ჰუგეს მედალი (1937), „კონსტოკის“ პრემია ფიზიკაში (1938), დენის გაბორის მედალი და პრიზი ფიზიკაში (1940), ჰოლის მედალი (1942), მერიტის მედალი (1946), უილიამ პროქტერის პრიზი მეცნიერული მიღწევისათვის (1951), ფარადეის მედალი (1952),[37] და ენრიკო ფერმის ჯილდო (1957).[38] იგი აგრეთვე იყო სილვანუსა ტეიერის ჯილდოს პირველი მიმღები, რომელიც გადასცა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიამ 1958 წელს.[39]
ერნესტ ლოურენსი გარდაიცვალა 1958 წლის 27 აგვისტოს, პალო ალტოს საავადმყოფოში.[40] სიკვდილიდან 23 დღის შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტის რეგენტებმა მხარი დაუჭირეს სახელი შეცვლოდა ორ დაწესებულებას, რომელსაც შემდგომში ეწოდა ლოურენსის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორია და ლოურენსის ბერკლის ეროვნული ლაბორატორია.[41] აგრეთვე ერნესტ ორლანდო ლოურენსის სახელობის ჯოლდო დაარსდა 1959 წელს.[42] ქიმიური ელემენტი ნომრით 103 1961 წელს აღმოაჩინეს ლოურენსის ბერკლის უნივერსიტეტში და მისივე პატივსაცემად ელემენტს ეწოდა ლოურენსიუმი.[43] 1968 ლოურენსის პატივსაცემად დაარსდა ლოურენსის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო განათლების ცენტრი (Lawrence Hall of Science).[44] მისი ნაშრომები ინახება კალიფორნიის უნივერსიტეტის ბანკროფტის ბიბლიოთეკაში (ბერკლში)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alvarez, Luis (1970). „Ernest Orlando Lawrence 1901–1958“ (PDF). Biographical Memoirs of the National Academy of Sciences.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Childs, Herbert (1968) An American Genius: The Life of Ernest Orlando Lawrence, Father of the Cyclotron. New York, New York: E. P. Dutton. ISBN 978-0-525-05443-6. OCLC 273351.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ernest O. Lawrence Annotated Bibliography for Ernest Lawrence from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2006-08-28 საიტზე Wayback Machine.
- Lawrence and the Cyclotron: AIP History Center Web Exhibit
- Ernest Orlando Lawrence – The Man, His Lab, His Legacy დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine.
- NobelPrize.org: Ernest O. Lawrence biography
- Nobel-Winners.com: Ernest Lawrence
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 Munzinger Personen
- ↑ Award ceremony speech: The ceremony in Berkeley, February 29, 1940 — Nobel Foundation.
- ↑ http://connection.ebscohost.com/tag/HICKOK%252C%2BWild%2BBill%252C%2B1837-1876
- ↑ http://prezi.com/2nudtny9p4vc/south-dakota/
- ↑ Лоуренс Эрнест Орландо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/332920/Ernest-Orlando-Lawrence
- ↑ 12.0 12.1 http://www.nndb.com/company/251/000044119/
- ↑ Лоуренс Эрнест Орландо // Лоуренс Эрнест Орландо / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Ernest Lawrence — Nobel Foundation.
- ↑ http://www.atomicheritage.org/mediawiki/index.php/Ernest_O._Lawrence
- ↑ http://www.atomicarchive.com/Bios/Lawrence.shtml
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ cyclotron
- ↑ Plutonium: The scary element that helps probe space's secrets // BBC News Online — 2014.
- ↑ https://www.facebook.com/eet.div.lbnl/posts/913320572062733
- ↑ http://www.nndb.com/org/107/000099807/
- ↑ NNDB — 2002.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1939 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.fi.edu/en/laureates/ernest-o-lawrence
- ↑ https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
- ↑ ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
- ↑ https://www.asme.org/about-asme/honors-awards/achievement-awards/holley-medal
- ↑ About the Comstock Prize in Physics — მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
- ↑ https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/dennis-gabor-medal-and-prize-recipients
- ↑ Childs 1968, pp. 23–30.
- ↑ Childs 1968, pp. 47–49.
- ↑ Childs 1968, p. 61.
- ↑ Alvarez 1970, pp. 253–254.
- ↑ Childs 1968, p. 93.
- ↑ Alvarez 1970, pp. 285–286.
- ↑ Childs 1968, pp. 508–510.
- ↑ Childs 1968, pp. 517–518.
- ↑ Alvarez 1970, p. 283.
- ↑ Photo of the Week: Inside the 60-Inch Cyclotron. United States Department of Energy. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
- ↑ Ernest Orlando Lawrence Award. United States Department of Energy. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
- ↑ 100 Years of Scholarship. Cal Alumni. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
- ↑ Alvarez 1970, p. 284.
|