შინაარსზე გადასვლა

დურესის ოლქი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
დურესის ოლქი
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი დურესი
შიდა დაყოფა Durrës Municipality, Shijak Municipality და Krujë Municipality
კოორდინატები 41°30′00″ ჩ. გ. 19°35′00″ ა. გ. / 41.50000° ჩ. გ. 19.58333° ა. გ. / 41.50000; 19.58333
ფართობი 766.0 კმ²
მოსახლეობა 291 325 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1[2]
ოფიციალური საიტი http://www.qarkudurres.gov.al
დურესის ოლქი — ალბანეთი
დურესის ოლქი

დურესის ოლქი (ალბ. Qarku i Durrësit) — ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობით იგი პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის 12 ოლქს შორის, მოსახლეობის რაოდენობით კი მეორეა. დასავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, ჩრდილოეთით ლეჟის, აღმოსავლეთით დიბრის, ხოლო სამხრეთით ტირანას ოლქები.[3] დაყოფილია სამ მუნიციპალიტეტად: დურესი, კრუია და შიიაკი. მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში თექვსმეტ ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ.

ოლქის სანაპირო ზოლი ადრიატიკის ზღვაზე გადის და ვრცელდება დასავლეთის ალუვიურ და სანაპირო დაბლობზე. აღმოსავლეთში განლაგებულია სკანდერბეგის მთები, რომლებიც დასავლეთ დაბლობს ცენტრალური ქედისგან ყოფს. მისი კლიმატი ძირითადად ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვით და რელიეფის მნიშვნელოვანი ცვლილებებით არის განპირობებული.

ოლქის ცენტრალური ქალაქი, დურესი ერთ-ერთი უდიდესია ადრიატიკის ზღვაზე და მე-5 ადგილი უჭირავს მოსახლეობის რაოდენობით. იგი ამავე დროს წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მუდმივად დასახლებულ ქალაქს. დურესში მდებარეობს ალბანეთის მთავარი ნავსაგდური - დურესის პორტი, რომელიც მე-10 უდიდესი სატვირთო ნავსადგურია ადრიატიკის ზღვაზე. პორტს წელიწადში 3,4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს.

ოლქის საერთო ფართობი 766 კმ2-ია. განლაგებულია ჩ.გ 41°30°' და ა.გ. 19°35°' შორის.

ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო დურესში რამდენიმე დიდი და პატარა მდინარე მიედინება,[4] რომელთაგან ყველაზე გრძელია იშმი. იგი სათავეს ტირანის ოლქში, სკანდერბეგის მთებიდან იღებს, ოლქის გავლით მოძრაობს და ადრიატიკის ზღვაში ჩაედინება.[4] ერზენი, სიგრძით მეორე მდინარე დურესში, სოფელ შენგერჯის მახლობლად იწყება და ჩრდილო-დასავლეთით მიედინება.

კრუია, რომელიც სიდიდით მეორეა ოლქის ქალაქებს შორის, კრუის მთის ძირში, 600 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები მდინარე იშმის დაბლობზეა განლაგებული. კრუია გარე ალბანიდების ტექტონიკური ერთეულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც მეზოზოური კარბონატული პლატფორმების ანტიკლინებისაგან შედგება.

კლიმატი ძირითადად ხმელთაშუა ზღვისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა განსხვავდება ადგილობრივი ტოპოგრაფიის მიხედვით. რეგიონში მრავალფეროვანი მიკროკლიმატია. ზაფხული მშრალია, ხოლო ზამთარში ძლიერი წვიმა იცის.

დურესი მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს ალბანეთის ოლქებს შორის.[5] სტატისტიკის ინსტიტუტის (INSTAT) 2021 წლის იანვრის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა 292 029 ადამიანს შეადგენდა. 2011 წლის აღწერის მიხედვით დურესში 263 711 ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობის სიმჭიდროვე კი კვადრატულ კილომეტრზე 343 კაცს მოიცავდა.[6]

2011 წლის აღწერის მონაცემებით, დურესის ოლქში ცხოვრობდნენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:

ენების მიხედვით, 99,5% საუბრობდა ალბანურ ენაზე. სხვა სასაუბრო ენები იყო:

რელიგიის მიხედვით:

  1. Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
  2. GeoNames — 2005.
  3. A new Urban–Rural Classification of Albanian Population. Instituti i Statistikës (INSTAT) (May 2014). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  4. 4.0 4.1 Kiri, Lindita. Evolucioni dhe pasojat gjeografike të proceseve gjeopopullative në qarkun e Durrësit pas vitit 1990 sq გვ. 17–59. University of Tirana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 16 October 2020
  5. Popullsia e Shqipërisë 2020 sq. Instituti i Statistikës (INSTAT) (26 March 2020). ციტირების თარიღი: 6 July 2020
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Nurja, Ines. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Durrës (2011). Institute of Statistics (INSTAT). ციტირების თარიღი: 14 October 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დურესის_ოლქი“-დან