შინაარსზე გადასვლა

შკოდერის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
შკოდერის ოლქი
გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი შკოდერი
შიდა დაყოფა Malësi e Madhe District, Pukë District და Shkodër District
კოორდინატები 42°10′00″ ჩ. გ. 19°45′00″ ა. გ. / 42.16667° ჩ. გ. 19.75000° ა. გ. / 42.16667; 19.75000
ფართობი 3562.0 კმ²
მოსახლეობა 193 009 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1[2]
ოფიციალური საიტი https://qarkushkoder.gov.al/
შკოდერის ოლქი — ალბანეთი
შკოდერის ოლქი

შკოდერის ოლქი (ალბ. Qarku i Shkodrës) — ოლქი ალბანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს 3 562 კმ²-ს. სიდიდით მეორეა ალბანეთის 12 ოლქს შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება კუკესის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჟის ოლქი; ჩრდილოეთით მონტენეგრო და სამხრეთ-დასავლეთით ადრიატიკის ზღვა. შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან: ფუშე-არეზი, მალესი-ე-მადე, შკოდერი და ვაუ-ი-დეიესი.[3] ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შკოდერი.

ბრინჯაოს ხანაში ოლქის ტერიტორია დასახლებული იყო სხვადასხვა ილირიული ტომებით, არდიებით და ლაბეატებით. ჯერ კიდევ ძვ. წ. II საუკუნეში ილირია რომის მიერ ანექსირდა და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა. გვიან შუა საუკუნეებში ტერიტორია ვენეციისა და ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მოექცა, რამაც 1912 წელს თანამედროვე ალბანეთის გაჩენა განაპირობა.

ოლქის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს დასავლეთით მოსაზღვრე ადრიატიკის ზღვა და ჩრდილოეთით მდებარე ალბანური ალპები.[4] ოლქი ძირითადად ხმელთაშუა ზღვის კლიმატს განიცდის; ჩრდილოეთის ჰავა კონტინენტურია. ზაფხული ძირითადად ცხელი და მშრალია, ზამთარი შედარებით რბილი, ხოლო შემოდგომა და გაზაფხული არასტაბილური, როგორც ნალექების, ისე ტემპერატურის თვალსაზრისით.[4] ოლქში ძალზე ხშირია უხვი ნალექი, რაც მდინარეების და ტბების წლის დონის მატებას და წყალდიდობებს იწვევს.[4]

ოლქს აქვს მრავალფეროვანი ლანდშაფტი, დაწყებული ჩრდილოეთით მდებარე დათოვლილი ალბანური ალპებით, დამთავრებული სამხრეთში განლაგებული შკოდერის ტბითა და ადრიატიკის ზღვის თბილი რეგიონებით. როგორც დინარული ალპების გეოლოგიური გაგრძელება, ალბანური ალპები ევროპის ყველაზე მაღალი მონაკვეთია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილს იკავებს, მოსახლეობა ძირითადად მბიშკოდრას დაბლობზეა კონცენტრირებული, სადაც ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს. ოლქის აღმოსავლეთით სამხრეთ ევროპის უდიდესი — შკოდერის ტბაა გაშლილი.

დაცული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქი მოიცავს დინარის მთების შერეულ და ილირიულ ფოთლოვან ტყეებს, პალეარქტიკის ზომიერი ფართოფოთლოვანი და შერეული და ხმელთაშუა ზღვის ტყეების და ბუჩქების ხმელეთის ეკორეგიონებს. შკოდერის დაცულ ტერიტორიებს შორის აღსანიშნავია თეთის ეროვნული პარკი, ნიკაი-მერტურის რეგიონალური ბუნებრივი პარკი და მდინარე ბუნა-ველიპოიას დაცული ტერიტორია. ოლქის ჩრდილოეთი საზღვარი ევროპის მწვანე სარტყლის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრებისა და მცენარეების სახეობების შენარჩუნებას ემსახურება.

შკოდერი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეექვსე ადგილს იკავებს ალბანეთში. სტატისტიკის ინსტიტუტის (INSTAT) 2021 წლის აღწერის მონაცემებით, ოლქის მოსახლეობა 197 177 ადამიანს შეადგენს.[5] 2011 წლის აღწერის მიხედვით, შკოდერში შემდეგი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ:

ალბანურის გარდა, სხვა სალაპარაკო ენებია იტალიური (0.05%) და სერბო-ხორვატული (0.01%).

რელიგია შკოდერის ოლქში (2011 წლის აღწერის მიხედვით)
რელიგია პროცენტი
კათოლიკე
  
47.19%
მუსლიმი
  
44.84%
არ უპასუხა
  
4.94%
მართლმადიდებელი
  
0.38%
მორწმუნე კონფესიის გარეშე
  
0.31%
ათეისტი
  
0.14%
ევანგელისტი ან პროტენსტანტი
  
0.09%
ბექთაში
  
0.07%
ქრისტიანი
  
0.02%
სხვა
  
0.01%
  1. Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
  2. GeoNames — 2005.
  3. Law nr. 115/2014 sq გვ. 6374–6375. ციტირების თარიღი: 25 February 2022
  4. 4.0 4.1 4.2 VLERËSIMI STRATEGJIK MJEDISOR P.P.V. BASHKIA SHKODËR sq (PDF) გვ. 59–64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-28. ციტირების თარიღი: 2024-05-31.
  5. Population on 1st January by prefecture and sex. INSTAT (7 May 2021).[მკვდარი ბმული]
  6. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Shkodër (2011) sq გვ. 39–40. INSTAT. ციტირების თარიღი: 23 July 2020