კორჩის ოლქი
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კორჩის ოლქი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | კორჩა | ||||
შიდა დაყოფა | დევოლის რაიონი, Kolonjë District, Korçë District და Pogradec District | ||||
კოორდინატები | 40°35′00″ ჩ. გ. 20°40′00″ ა. გ. / 40.58333° ჩ. გ. 20.66667° ა. გ. | ||||
ფართობი | 3711.0 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 197 303 (1 იანვარი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.korcaregion.com/ | ||||
| |||||
კორჩის ოლქი (ალბ. Qarku Korçë) — ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობით იგი პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის 12 ოლქს შორის, მოსახლეობის რაოდენობით კი მეშვიდეა. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მაკედონია, სამხრეთ-აღმოსავლეთით საბერძნეთი, ჩრდილო-დასავლეთით ელბასანის, დასავლეთით ბერატის, სამხრეთ-დასავლეთით კი გიროკასტრის ოლქები. დაყოფილია ექვს მუნიციპალიტეტად: კორჩა, დევოლი, კოლონია, მალიკი, პოგრადეცი და პუსტეცი. მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 37 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ.[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქის ფართობი 3 711 კმ²-ია. მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალბანეთს. ოლქის ისტორიული, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კორჩა. სიდიდით მეორე ქალაქია ოჰრიდის ტბაზე მდებარე პოგრადეცი. ოლქის მთელი ტერიტორია მთითაა დაფარული. უმაღლესი წერტილია გრამოსი, ზღვის დონიდან 2523 მ-ზე. კორჩაში სათავეს იღებს ცენტრალური და სამხრეთ ალბანეთის მნიშვნელოვანი მდინარეები: შკუმბინი, დევოლი და ოსუმი.
დაცული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტრო უამრავ ბუნებრივ ობიექტს და დაცულ ტერიტორიას იცავს კორჩის ოლქში.[4] ოჰრიდ-პრესპას ტერიტორიასთან ერთად, რომელიც 2014 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. მორავიის მთებში განლაგებული დრენოვა-სინიკას დაცული ტერიტორია (ყოფილი დრენოვას ეროვნული პარკი) და პრესპას ეროვნული პარკი ოლქის უდიდეს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. მათ ალბანეთის დაცული ტერიტორების ეროვნული სააგენტო მფარველობს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის მონაცემებით, კორჩის ოლქში ცხოვრობს 202 193 ადამიანი.[5] 2011 წლის ბოლო ეროვნული აღწერის მიხედვით, კორჩის ეთნიკურ ჯგუფებში შედიან ალბანელები, ბერძნები, მაკედონელები, მონტენეგროელები, სომხები, ბოშები, ეგვიპტელები. რაც შეეხება რელიგიას, ოლქში მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია. არსებობს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მნიშვნელოვანი უმცირესობაც.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორჩის ოლქის საბჭო (ალბ. Këshilli i Qarkut) 71 წევრისგან შედგება.
2009-2013 წლებში ალბანეთის პარლამენტის 140 წევრიდან 12 კორჩის ოლქს წარმოადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
- ↑ GeoNames — 2005.
- ↑ Law nr. 115/2014 გვ. 6372–6373. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022
- ↑ Databazë e Burimeve Turistike–Qarku Korçë. ალბანეთის ტურიზმის და გარემოს დაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020
- ↑ Population on 1st January by prefecture and sex. ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (INSTAT) (7 მაისი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-08. ციტირების თარიღი: 2024-05-25.