ტირანის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
ტირანის ოლქი
ალბ. Qarku i Tiranës
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი ტირანა
შიდა დაყოფა Kamëz municipality, Kavajë municipality, Rrogozhinë municipality, Tirana municipality და Vorë municipality
კოორდინატები 41°15′00″ ჩ. გ. 19°45′00″ ა. გ. / 41.25000° ჩ. გ. 19.75000° ა. გ. / 41.25000; 19.75000
ფართობი 1 652 კმ²
მოსახლეობა 906 166 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 550 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.qarkutirane.gov.al

ტირანის ოლქი (ალბ. Qarku Tiranë და Qarku i Tiranës) — ოლქი, ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში. ფართობით იგი მეათე ადგილს იკავებს თორმეტ ოლქს შორის, ხოლო მოსახლეობის მხრივ — პირველს. ოლქის 1 652 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 895 000-ზე მეტია ადამიანი ცხოვრობს. ოლქს დასავლეთიდან ადრიატიკის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთითან დურესის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დიბრის ოლქი, აღმოსავლეთიდან ელბასანის ოლქი და დასავლეთიდან ფიერის ოლქი ესაზღვრება. ის იყოფა ხუთ მუნიციპალიტეტად: ტირანა, კამეზი, კავაიე, როგოჟინე და ვორე. მუნიციპალიტეტები, საერთო ჯამში ოცდაცხრა ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებენ.

გეოგრაფიულად ტირანა ვრცელდება აღმოსავლეთით მდებარე სკანდერბეგის მთებიდან ადრიატიკის ზღვის სანაპირომდე, ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ. ადგილმდებარეობისა და ადრიატიკის ზღვასთან სიახლოვის გამო, მის კლიმატზე განსაკუთრებით მოქმედებს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, რის გამოც ოლქისთვის ოთხი სეზონია დამახასიათებელი. ომელსაც აქვს ოთხი განსხვავებული სეზონი. ქვეყნის თოთხმეტი ეროვნული პარკიდან ორი სწორედ ტირანის ოლქში მდებარეობს, რომელთა შორისაა: დაითი და დივიაკე-კარავასტა.

ისტორიულად, ტირანა დასახლებული იყო პალეოლითის ხანიდან, რომელიც თარიღდება 10 000 – დან 30 000 წლის წინ. ამის მიუხედავად, ქალაქი ტირანა დაარსდა ქალაქად საუკუნეების შემდეგ 1614 წელს, ოსმალეთის მიერ ალბანეთის ოკუპაციის დროს.

ოლქის დედაქალაქია ტირანა, რომელიც ასევე უდიდესი ქალაქია ალბანეთში მოსახლეობისა და ფართობის მხრივ.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში, რომელიც ამჟამად ტირანის ოლქს წარმოადგენს, უკვე მუდმივად დასახლებული იყო პალეოლითის პერიდში, დაახლოებით 10 000-დან 30 000-მდე პერიოდში. ამის მტკიცებულებას არქეოლოგიური გათხრები წარმოადგენს. არქეოლოგების მტკიცებით, ტირანა და მისი შემოგარენები ილიანური ტოპონიმებით არის სავსე, რადგან მისი უბნები ალბანეთის ერთ-ერთ უძველესი დასახლებებია.[2]

ტირანის ცენტრში უძველესი აღმოჩენა იყო რომაული სახლი, რომელიც მოგვიანებით ერთნავიან ეკლესიად გადაკეთდა. მას ჰქონდა მოზაიკური იატაკი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნით თარიღდება. ციხესიმაგრე, რომელსაც შესაძლოა ერქვა თირკანი ან თერანდა, რომლის ნაშთები გვხვდება მურათ ტოპტანის ქუჩის გასწვრივ, ააშენა იმპერატორმა იუსტინიანემ 520 წელს და აღადგინა აჰმედ ფაშა თოფტანმა XVIII საუკუნეში.[2] ამ ტერიტორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა ილირიულ და კლასიკურ ხანაში. 1510 წელს ალბანელი კათოლიკე მღვდელი და მეცნიერი მარინ ბარლეტი, ალბანეთის ეროვნული გმირის, სკანდერბეგის ბიოგრაფიაში, ამ ტერიტორიას პატარა სოფლად მოიხსენიებს.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქის ფართობი 1 652 კვადრატული კილომეტრია. ის მდებარეობს ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში. ტირანას ოლქის დასავლეთით ადრიატიკის ზღვა მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით დურესის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დიბრის ოლქი, აღმოსავლეთით ელბასანის ოლქი და დასავლეთით ფიერის ოლქი.[4]

ტირანის ოლქი დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლებიდან აღმოსავლეთით სკანდერბეგის ქედამდე ვრცელდება.[5] დასავლეთით, ალბანეთის ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებატრობს მიზეკის ვაკე. აღმოსავლეთი ნაწილი მეტად მთიანია, რომელიც ცენტრალურ ქედს დასავლეთ დაბლობებისგან გამოჰყოფს. ოლქში სამი მდინარე გაედინება: ერზენი, იშემი და შკუმბინი, რომელიც ელბასანის ოლქთან საზღვარს წარმოქმნის.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიატიკის ზღვა და სკანდერბეგის მთები განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ტირანის ოლქის კლიმატის ფორმირებაზე. მას აქვს ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელი ჰავა ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული სეზონით. ზაფხული ზოგადად თბილი და მშრალია, ხოლო ზამთარი შედარებით გრილი და იშვიათად ძალიან ცივი.[6] ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც ქალაქ ტირანაში დაფიქსირებულა არის 41.5 ცელსიუსი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა −34.7 გრადუსი ცელსიუსი სოფელ ბიქსში აღრიცხეს.[6]

დაცული ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით ტირანის ოლქში მრავალი ბუნებრივი ნაკრძალია.[7] დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო აგრეთვე აკონტროლებს: დაიტის ეროვნულ პარკს, დივიაკე-კარავასტას ეროვნულ პარკს და მალის მე გროპა-ბიზე-მართანეშის დაცულ ლანდშაფტს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანის ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის ყველაზე ბევრ მოსახლიანი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქია, სადაც მოსახლეობა რეგულარულად იზრდება.[8][9] სტატისტიკის ინსტიტუტის (INSTAT) მონაცემების მიხედვით, ოლქის მოსახლეობამ 2019 წელს შეადგინა 895 160 ადამიანი, რაც ალბანეთის მოსახლეობის 31% -ზე მეტს შეადგენს.[10]

ტირანის ოლქში მოსახლეობის მატების ზოგადად მაღალი მაჩვენებელი მეოცე საუკუნის ბოლოდან დაიწყო კომუნიზმის დაცემის გამო.[11] შიდა მიგრაცია მოსახლეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ოლქში საცხოვრებლად გადადიან განსაკუთრებით ბერატიდან, დიბერიდან და კუკესიდან.[11]

კავაე — ოლქის სიდიდით მეექვსე ქალაქი

2011 წლის აღწერის მონაცემებით, ეთნიკურიმონაცემების მიხედვით ტირანის ოლქის მოსახლეობის 84,1% იყოალბანელი, 0,35% ბერძენი, 0,32% ბოშა, 0,11% არომანელი, 0,11% აშკალი, 0,07% მაკედონელი და 0,01% მონტენეგროელი.[12] ენების მხრივ, ოლქის 99,40% ლაპარაკობდა ალბანურად, როგორც მშობლიურ ენაზე. სხვა სასაუბრო ენების შორისაა: ბერძნული (0,12%), აწინკნური (0,12%), თურქული (0,06%), მაკედონიური (0,05%), იტალიური (0,03%) და არომანული(0,02%).[12] რელიგიის მიხედვით, 466 760 ადამიანი (62,29%) იყომუსლიმი, 39 745 (5,30%) კათოლიკე, 37 890 (5,06%) აღმოსავლეთის მართლმადიდებლები, 19,909 (2,66%) ბექტაშები, 1 783 (0,24%) ევანგელიკანები, 797 (0,11%) კი — სხვა ქრისტიანები, ასევე და 270 (0,04%) სხვა რელიგიის მატარებლები.[12] 20 558 ადამიანი (2,74%) არარელიგიური იყო, ხოლო 113 844 (15,19%) ადამიანმა თავიანთი რელიგია არ გაამხილა.

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანის ოლქი უმეტესად ურბანიზირებულია, სადაც მოსახლეობის 70% -ზე მეტი ქალაქებში, დაბებსა და გარეუბნებში ცხოვრობს.[13] მისი მოსახლეობის უმეტესობა დედაქალაქ ტირანაში ცხოვრობს . 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 418 495 ადამიანს, ხოლო ტირანის მიმდებარე მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობა 557 422 ადამიანია, ასევე წარმოადგენს ალბანეთის უდიდეს მიტროპოლიტენს.[14]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The World According to GaWC 2020. Globalization and World Cities Research Network (GaWC). ციტირების თარიღი: 13 October 2020
  2. 2.0 2.1 Heppner, Harald (1994). Hauptstädte in Südosteuropa: Geschichte, Funktion, nationale Symbolkraft. Wien u.a. Böhlau, გვ. 133, 135. ISBN 978-3-205-98255-5. 
  3. To know more about the history of Tirana, please consult Tirana ne shekuj: Terona, Theranda, Tirkan, Tirannea, Tirana : monografi, disa artikuj e materiale arkivore kushtuar historisë së Tiranës by Skënder Jasa. (Victoria, 1997)
  4. A new Urban–Rural Classification of Albanian Population. Institute of Statistics (Albania)|Instituti i Statistikës (INSTAT) (May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2021.
  5. Koncepti i Zhvillimit Rajonal per Qarkun e Tiranes sq. Qarku Tiranë (November 2012). ციტირების თარიღი: 22 July 2020
  6. 6.0 6.1 Noti, Elton; Totoni, Lorena. Qarku Tiranë–Guidë 2012 sq. Qarku Tiranë (19 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 22 July 2020
  7. Databazë e Burimeve Turistike–Qarku Tiranë sq. Ministry of Tourism and Environment (Albania)|Ministria e Turizmit dhe Mjedisit. ციტირების თარიღი: 22 July 2020
  8. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census 2011 sq. Institute of Statistics (Albania)|Instituti i Statistikës (INSTAT). ციტირების თარიღი: 24 July 2020
  9. Dhuli, Elsa. Vjetari Statistikor Rajonal, 2019 sq. Institute of Statistics (Albania) (INSTAT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 20 July 2020
  10. Popullsia e Shqipërisë (1 Janar 2019) sq. Instituti i Statistikës (INSTAT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 20 July 2020
  11. 11.0 11.1 Koncepti i Zhvillimit Rajonal per Qarkun e Tiranes sq. Qarku Tiranë (November 2012). ციტირების თარიღი: 22 July 2020
  12. 12.0 12.1 12.2 Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Tiranë (2011) sq გვ. 39–40. Institute of Statistics (Albania)|Instituti i Statistikës (INSTAT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2021.
  13. Koncepti i Zhvillimit Rajonal per Qarkun e Tiranes sq. Qarku Tiranë (November 2012). ციტირების თარიღი: 22 July 2020
  14. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Tiranë (2011) sq გვ. 39–40. Instituti i Statistikës (INSTAT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2021.