დიდაჭარა
სოფელი | |
---|---|
დიდაჭარა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დიდაჭარა |
კოორდინატები | 41°39′57″ ჩ. გ. 42°20′46″ ა. გ. / 41.66583° ჩ. გ. 42.34611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
მოსახლეობა | 938[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიდაჭარა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდაჭარა, ბოღაური, ირემაძეები).[2]
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 5 კმ-ით.
ისტორია და კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდაჭარა ზემო აჭარის უძველესი სოფელია. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ტერმინი „დიდაჭარა“ „ქუეყანას“ აღნიშნავდა; ასეთი მნიშვნელობითაა ის დადასტურებული გიორგი მთაწმინდლის „ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლაში“ (XI ს.): „...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“.
დიდაჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIV– XIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცულების განძი. სოფელში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი — დიდაჭარის ჯამე, რომელიც 1831-1832 წლებშია აშენებული.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 938 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1438 | 680 | 758 |
2014[1] | 938 | 455 | 483 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 406.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 506.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|