შინაარსზე გადასვლა

ბუხარის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ბუხარის ოლქი
უზბეკ. Buxoro viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ბუხარა
კოორდინატები 40°10′00″ ჩ. გ. 63°40′00″ ა. გ. / 40.16667° ჩ. გ. 63.66667° ა. გ. / 40.16667; 63.66667
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 39400 კმ²
მოსახლეობა 1 543 900 (2009)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.buxoro.uz/index.php?Lang=en
ბუხარის ოლქი — უზბეკეთი
ბუხარის ოლქი

ბუხარის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Buxoro viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუხარა.

შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობი 39.4 ათასი კმ². ზედაპირი ვაკეა. მდებარეობს ზარაფშანის ქვემო დინებასა და ყიზილყუმის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნო საძოვრებს უჭირავს. არის სარწყავი მიწათმოქმედება. სათესია მიწის ფონდის დაახლოებით 2%. მეურნეობის მთავარი დარგებია მებამბეობა, ყარაქოლის ცხვრის ჯიშის მოშენება, მეაბრეშუმეობა, ბამბასაწმენდი, აბრეშუმის სახვევი, კარაქ-ცხიმის, ღვინის, ხორცის მრეწველობა, სამშენებლო მსალათა წარმოება და სხვა. განვითარებულია ბუნებრივი აირის მოპოვება (უდიდესი საბადო — ღაზლი), ნავთობის, ქიმიური, ენერგეტიკული და ოქროსმოპოვებითი მრეწველობა.