შინაარსზე გადასვლა

ბაგრატ II (ქართველთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ II.
ბაგრატ II „რეგვენი
ქართველთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 958
მმართ. დასასრული: 994
წინამორბედი: სუმბატ I
მემკვიდრე: გურგენი
ამიერ ტაოს ერისთავთერისთავი
მმართ. დასაწყისი: 937
მმართ. დასასრული: 994
წინამორბედი: სუმბატ I
მემკვიდრე: გურგენი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: სუმბატ I

ბაგრატ II რეგვენი, ერისთავთა შორის ბაგრატ III (გ. 994) — ძე სუმბატ კურაპალატისა, ბაგრატიონი, ჯერ ერისთავთერისთავი 937958, შემდეგ ქართველთა მეფე 958-994. 990 ბაგრატ II დავით III კურაპალატს დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული მხედრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქ. ვალაშკერტთან.

ზედწოდების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მოსაზრება, რომ „რეგვენი“ ტახტზე ასვლის დროს მეტისმეტი ახალგაზრდობის გამო შეერქვა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა თანამედროვე მნიშვნელობით გამოიყენებოდა ძველ ქართულ ენაშიც. შესაბამისად, ზედწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაგრატის პიროვნულ თვისებებს, უგუნურ, გაუმართლებელ, ანდა უბრალოდ, დაპირისპირებული ბანაკისთვის გაუგებარ და მიუღებელ გადაწყვეტილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ზედწოდება სწორედ პოლიტიკური შეფასების ნაწილი იყოს (ბაგრატ II ერთხანს დაპირისპირებული ჩანს ვაჟთან — გურგენთან და შვილიშვილთან — ბაგრატ III-სთან).[1]

წინამორბედი:
დავით II
ტაო-კლარჯეთის მეფე
937 - 994
შემდეგი:
გურგენი