მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არშაკ I (სომხ. Արշակ ; გ. 35 ) — პართიის პრინცი და სომხეთის მეფე I საუკუნეში [ 1] .
არშაკ I იყო პართიის მეფის, არტაბან III -ისა და მისი უცნობი მეუღლის პირველი ვაჟი[ 2] . იგი დაიბადა და გაიზარდა პართიის იმპერიაში . მისი სახელი გამომდინარეობს პართიის და პონტოს ურთიერთობისგან. 35 წელს, სომხეთის მეფის არტაშეს III -ის გარდაცვალების შემდეგ არტაბან III -ს უნდოდა, რომ ტახტზე თავისი ვაჟი ასულიყო. არტაბან III-მ სომხეთის მეფედ არშაკ I გამოაცხადა[ 3] . რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა უარი თქვა არშაკ I-ის სომხეთში მეფობაზე და მის ნაცვლად ეს თანამდებობა იბერიელ მითრიდატეს მიანიჭა, მისი ძმის, ფარსმან I იბერიელის მხარდაჭერით[ 4] . მიუხედავად იმისა, რომ არშაკ I პრო-რომაელი მონარქი იყო, მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი მმართველობის დასაწყისიდან, ერთ წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ, იგი საკუთარმა მოსამსახურეებმა მოწამლეს[ 5] [ 6] . არშაკ I-ის გარდაცვალების შემდეგ, არტაბან III-მ თავისი მეორე ვაჟი - ოროდეს I გაამეფა.
Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian , p.88
ტაციტუსი , Annals of Imperial Rome, 1st century
R. Grousset, History of Armenia from its origins to 1071, Paris Payot, 1947 (reprinted again in 1984, 1995 & 2008)
M.L. Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian from Aufstieg und Niedergang der Welt Römischen II, 1976
G. Dedeyan, History of the Armenian people, Privat Toulouse, 2007
↑ 35 Arsaces is assassinated. iranicaonline.org
↑ Tacitus, Annals, 6.31
↑ Dedeyan, History of the Armenian people , p.138
↑ Grousset, History of Armenia from its origins to 1071 , p.105
↑ Tacitus, Annals, 6.33
↑ Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian , p.88
შუა პერიოდის მეფეები არშაკიდები დედაქალაქები მიმდევრობა