რადამისტი
რადამისტი | |
---|---|
„რადამისტი კლავს ზენობიას“ — ლუიჯი საბატელი (1803) | |
დიდი სომხეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 51 |
მმართ. დასასრული: | 55 |
მემკვიდრე: | თრდატ I |
დაბ. ადგილი: | მცხეთა |
გარდ. თარიღი: | 58 |
გარდ. ადგილი: | იბერიის სამეფო |
მეუღლე: | ზენობია |
დინასტია: | ფარნავაზიანები |
მამა: | ფარსმან I |
რელიგია: | ქართული წარმართობა |
რადამისტი — ქართველი უფლისწული, სომხეთის მეფე 51-53 და 54-55 წლებში. უფროსი ძე მეფე ფარსმან I-სა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადამისტი თვალადი და ტანადი ჭაბუკი იყო და იგი, სამშობლოში თავისი ღონით იყო განთქმული. რადამისტი ცნობილი იყო მისი ამბიციურობით და ხშირად გამოდიოდა მამის წინააღმდეგ, ამიტომ ფარსმან I-მა გადაწყვიტა, თავმოყვარე ვაჟი როგორმე თავიდან მოეშორებინა და ჩააგონა მას: „წადი, თუ გინდა, სომხეთი დაიპყარიო.“[1] ფარსმანმა ამგვარად დაარწმუნა თავისი ვაჟი ებრძოლა სომხეთთან და მის მმართველ მეფე მითრიდატესთან, რომელიც მისი ბიძა იყო. რადამისტი წავიდა მითრიდატესთან თითქოს იმიტომ, რომ თავის მამასთან და დედინაცვალთან ვერ რიგდებოდა. მითრიდატემ ძმისწული შვილივით მიიღო.[2] ამასობაში ფარასმანმა ომის საბაბი გამოიგონა იმით, რომ გაიხსენა, როცა ალბანელთა მეფეს ებრძოდა და დახმარებას რომაელებს სთხოვდა, მისი ძმა შეეწინააღმდეგა და ახლა ამის გამო შურს იძიებდა.[3] ფარასმანემ თავის შვილს მისცა დიდი იბერიული ლაშქარი, რომელმაც უეცარი შემოსევის შედეგად აიძულა მითრიდატე თავი შეეფარებინა გარნის ციხესიმაგრეში, რომელსაც რომაელთა ჯარი იცავდა.[4] ქართველთა ჯარმა ციხე პირდაპირი შეტევით ვერ აიღო და მას ალყა შემოარტყა. რადამისტმა ერთი რომაელი ჯარისკაცი მოისყიდა და მისი დახმარებით ბიძას დაზავებას ურჩევდა. რადამისტმა ბიძას შეახსენა მათი ნათესავური კავშირი, მამის ასაკი და წერდა, იბერები მშვიდობის მომხრეები არიანო და მას ხელშეკრულების დადება სთხოვა. ფარსმანმა საიდუმლო გზავნილებით ურჩია შვილს რაც შეიძლება მალე აეღო ციხე. მალე მოსყიდული რომაელები აჯანყდნენ და გამოაცხადეს, ციხის დაცვა არ შეგვიძლიაო.[5] მითრიდატე დათანხმდა თავის ძმისშვილს დანებებაზე დასთანხმდა და ციხე დატოვა და მივიდა მასთან მოსალაპარაკებლად.[6] მას ძმისწულმა შეჰფიცა, რომ არანაირ ზიანს არ მიაყენებდა არც ხმლით და არც შხამით.[7] მან ბიძა წაიყვანა ახლომდებარე ტყეში და დაარწმუნა, ის რომ მსხვერპლს სწირავდა იბერიულ ღმერთებს მშვიდობის დასადასტურებლად. თუმცა მალევე მოტყუებით მითრიდატე დაატყვევეს და ბორკილები დაადეს.[8] რადამისტმა გაიხსენა მისი დაპირება, ამიტომ ბიძის მოსაკლავად არც ხმალი გამოიყენა და არც შხამი, არამედ ბიძა მიწაზე დააწვინა და მძიმე ტანსაცმლისა და ბუმბულის ქვეშ გაგუდა.[9] მოგვიანებით მითრიდატეს შვილები ასევე დახოცეს მისი ბრძანებით იმის გამო, რომ მამის სიკვდილის გამო ცრემლები დაღვარეს.[10] რადამისტი სომხეთის მეფე გახდა 51 წელს. მაგრამ მალე პართიის მეფე ვალარშიმ გადაწყვიტა სომხეთის დაპყრობა და იქ მისი ძმის თრდატ I-ის გამეფება. მან დიდი ჯარები გაგზავნა სომხეთში 51 წლს,[11] საბოლოოდ რადამისტი და იბერები განდევნეს 53 წელს.[12] მაგრამ ზამთრის მძიმე ეპიდემიამ და საშინელმა ჭირმა აიძულა პართიელები წასულიყვნენ სომხეთიდან, რამაც საშუალება მისცა რადამისტს დარუნებულიყო, რომელიც ახლა უფრო სასტიკი იყო ვიდრე ოდესმე.[13] რადამისტი სიმკაცრით ეპყრობოდა სომხებს და უყურებდა მათ, როგორც მეამბოხეებს, რომლებსაც შეეძლოთ მისი მიტოვება, როდესაც ამის შანსი მიეცემოდათ.[14] ასეთმა ქცევამ სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა და შეიარაღებულმა და გაშმაგებულმა ბრბომ მის სასახლეს ალყა შემოარტყა.[15] რადამისტი გაიქცა და როგორც ტაციტუსი გადმოგვცემს, რადამისტის ცოლი ზენობია ფეხმძიმედ ყოფილა და ცხენზე ჯდომა უჭირდა. როდესაც საშიშროება შეიქმნა, რომ მდევარნი მათ შეიპყრობდნენ, რადამისტმა ხანჯლით განგმირა ცოლი და მდინარე არაქსში გადააგდო, თვითონ კი ქართლში დაბრუნდა. პართიელებმა ასევე გადაიბირეს აქამდე იბერიის გავლენის ქვეშ მყოფი ალბანეთის სამეფო. ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური მარცხის გამო ფარსმან I-მა რადამისტი სიკვდილით დასაჯა.რადამისტის ისტორია ასახულია გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერაში „რადამისტი“.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 267.
- ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.4–5.l
- ტაციტიუსი, წიგნი XII ინგლისურ ენაზე.
- Crévier, Jean-Baptiste Louis (1814) L'Histoire des empereurs des Romains.
- Bunson, Matthew (2009) Encyclopedia of the Roman Empire.
- Toumanoff, Cyril (1969), Chronology of the early Kings of Iberia, Vol. 25.
- Suny, Grigor Ronald (1994), The Making of the Georgian Nation: 2nd edition, Indiana University Press.
- Rawlinson, George (2012) The Seven Great Monarchies Of The Ancient Eastern World.
- Cantù, Cesare (1847) Historia universal
- Tomlins, Frederick (1844) A Universal History of the Nations of Antiquity
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.4.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 44.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 45.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 45, იქვე.
- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.4.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 46.
- ↑ Tomlins, p. 568.
- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.4, იქვე.
- ↑ Crévier, p. 284.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 47.
- ↑ Bunson, p. 544
- ↑ Rawlinson, p. 272.
- ↑ ტაციტუსი, წიგნი XII, გვ. 50.
- ↑ Crévier, pp. 286-287
- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.5.
|