შინაარსზე გადასვლა

ამრიტსარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ამრიტსარი
პენჯაბ. ਅੰਮ੍ਰਿਤਸਰ

ჰარმადირ-საჰიბი („ოქროს ტაძარი“)
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
რეგიონი პენჯაბი (ინდოეთი)
კოორდინატები 31°38′00″ ჩ. გ. 74°52′00″ ა. გ. / 31.63333° ჩ. გ. 74.86667° ა. გ. / 31.63333; 74.86667
დაარსდა 1574
ფართობი 170 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 234 მეტრი
მოსახლეობა 1 132 761[1] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 183
საფოსტო ინდექსი 143001
საავტომობილო კოდი PB02
ოფიციალური საიტი amritsarcorp.com
ამრიტსარი — ინდოეთი
ამრიტსარი

ამრიტსარი (პენჯაბ. ਅੰਮ੍ਰਿਤਸਰ) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, პენჯაბის შტატში. იგი სიქების რელიგიის სულიერი ცენტრია.

ქალაქში მდებარეობს ტაძარი ჰარმადირ-საჰიბი („ოქროს ტაძარი“, როგორც მას დასავლური მედია უწოდებს) — სიქიზმის სასულიერო და კულტურული ცენტრი. ეს ტაძარი მეტ მნახველს იზიდავს, ვიდრე თაჯ-მაჰალი, მხოლოდ კვირაობით 100 000 ადამიანს. ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ინდური დიასპორის წარმომადგენელთათვის მთელი ინდოეთის მასშტაბით. ქალაქში ასევე მდებარეობს სიქების საერო და პოლიტიკური მმართველობა აკალ-ტახტი და სიქების პარლამენტი.

ინდოეთის მოსახლეობის 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ამრიტსარის მოსახლეობა 1 132 761 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჩანდიგარჰიდან 217 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, პაკისტანის ქალაქ ლაჰორიდან 32 კმ-ით აღმოსავლეთით, შესაბამისად, იდნოეთ-პაკისტანის საზღვართან ძალიან ახლოს.

მთავარი კომერციული საქმიანობები მოიცავს ტურიზმს, ხალიჩებისა და ქსოვილების წარმოება, ფერმერული მეირნეობა, ხელოსნობა, მომსახურება და განათების ინჟინერია. ქალაქი ცნობილია თავის მდიდარი სამზარეულოთი და კულტურით, ასევე 1919 წელს, ბრიტანელთა მმართველობისას მომხდარი ჯალიანვალა-ბაგჰის ხოცვა-ჟლეტის ინციდენტით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.