ვიჯაიავადა
ქალაქი | |
---|---|
ვიჯაიავადა ტელუგუ విజయవాడ | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ანდჰრა-პრადეში |
კოორდინატები | 16°31′00″ ჩ. გ. 80°37′00″ ა. გ. / 16.51667° ჩ. გ. 80.61667° ა. გ. |
ფართობი | 61,88 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 536 მ |
მოსახლეობა | 1 491 202 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 866 |
საფოსტო ინდექსი | 520001[1] და 520007[1] |
ვიჯაიავადა (ტელუგუ విజయవాడ) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი კრიშნის რაიონში და მესამე უდიდესი ანდჰრა-პრადეშის შტატში, ჰაიდარაბადისა და ვიშაკჰაპატნამის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 048 240 ადამიანია,[2] მეტროპოლიური არეალის კი 1 491 202.[3] სახელი ვიჯაიავადა „გამარჯვების მიწას“ ნიშნავს და მომდინარეობს ღვთაება კანაკა-დურგასგან, რომელსაც ასევე ვიჯაიას უწოდებდნენ. ქალაქი აგრეთვე ცნობილია თავისი ისტორიული სახელით ბეზავადა, რომელსაც ინდოეთის რკინიგზა იყენებს.
ქალაქს საფუძველი ჩაეყარა მდინარე კრიშნას სამხრეთ ნაპირსა და ჩრდილოეთ ნაპირის ბორცვებზე. ახ. წ. 1855 წლისთვის, იგი პატარა დასახლება იყო ინდრაკილადრის ბორცვების აღმოსავლეთით.[4] დროთა განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა დინასტიების მიერ იმართებოდა. მათ შორის იყო ჩალუკიას დინასტია და დიდი მმართველი კრიშნადევარაია.
ქალაქმა მოკრძალებული სოციო-ეკონომიკური ზრდა განიცადა ინდოეთის დამოუკიდებლობამდელ ხანაში. ამჟამად იგი ანდჰრა-პრადეშის კომერციული დედაქალაქი, პოლიტიკურად აქტიური, სოციოლოგიურად დომინანტი, აგრარულად მდიდარი და ინდუსტრიული სატრანსპორტო კვანძია.
დღეისათვის, ვიჯაიავადაში განთავსებულია ანდჰრა-პრადეშის საუკეთესოდ ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხვა რეგიონებთან კარგადაა დაკავშირებული გზით, ჰაერით და რკინიგზით, გააჩნია ინდოეთში სიდიდით მეორე სარკინიგზო კვანძი.[5]
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
-
კონდაპალი-კილა
-
უნდავალის მღვიმეები
-
კანკა-დურგას ტაძარი
-
-
ქალაქის ხედი ბორცვიდან
-
მდინარე კრიშნას არხი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Vijayawada Municipal Corporation website დაარქივებული 2008-12-20 საიტზე Wayback Machine.
- Vijayawada Kanakadurgamma temple official website დაარქივებული 2015-03-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 https://www.google.co.in/search?q=postal+code+of+vijayawada&rlz=1C1EJFA_enIN801IN801&oq=postal+code+of+vijayawada&aqs=chrome..69i57.6770j0j4&sourceid=chrome&ie=UTF-8
- ↑ Cities having population 1 lakh and above, Census 2011. censusindia.gov.in.
- ↑ Isher Judge Ahluwalia. Vijayawada’s inclusive expansion. Indian Express. ციტირების თარიღი: Sep 28 2011.
- ↑ About Vijayawada. VGTM Urban Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-21.
- ↑ ‘India will be third largest economy by 2025'. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2011. ციტირების თარიღი: Jan 13, 2011.