შინაარსზე გადასვლა

რაჯკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
რაჯკოტი
გუჯარათ. રાજકોટ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი გუჯარათი
კოორდინატები 22°18′00″ ჩ. გ. 70°47′00″ ა. გ. / 22.30000° ჩ. გ. 70.78333° ა. გ. / 22.30000; 70.78333
დაარსდა 1612
ფართობი 104,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 134
მოსახლეობა 1 606 745[1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 12 735 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0281
საფოსტო ინდექსი 360001
საავტომობილო კოდი GJ3
ოფიციალური საიტი rmc.gov.in
რაჯკოტი — ინდოეთი
რაჯკოტი

რაჯკოტი (გუჯარათ. રાજકોટ (მოსმენა) ) — მესამე უდიდესი ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში. იგი ინდოეთის 23-ე უდიდესი აგლომერაციაა 1,6 მილიონ (2012) მოსახლეზე მეტით.[1][2] მინიჭებული აქვს მსოფლიოს 22-ე ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქის კატეგორია 2006 - 2020 წლებში.[3] წარმოადგენს რაჯკოტის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

მდებარეობს შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 245 კმ-ს დაშორებით, მდინარე აჯისა და ნიარის ნაპირებზე. 1948 წლის 15 აპრილიდან 1956 წლის 31 ოქტომბრამდე რაჯკოტი საურაშტრის რეგიონის დედაქალაქი იყო სანამ ეს უკანასკნელი 1956 წლის 1 ნოემბერს ბომბეის შტატს შეერწყმებოდა. 1960 წლის 1 მაისიდან რაჯკოტი გუჯარათის შტატის შემადგენლობაში გადავიდა.

რაჯკოტი 1607 წელს დაარსდა და არსებობის განმავლობაში, მრავალი მმართველის ხელში იმყოფებოდა. თავის დროზე, იგი საურაშტრის მთავარი კომერციული ცენტრი იყო. ქალაქს დიდი ისტორია გააჩნია და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 India: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 13 Feb 2012.
  2. India: metropolitan areas. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-10. ციტირების თარიღი: 2012-04-27.
  3. City Mayors World's fastest growing urban areas (1), Retrieved on December 13, 2007