ფარიდაბადი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ფარიდაბადი ჰინ. फरीदाबाद | |
ფარიდაბადის ერთ-ერთი ქუჩა | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ჰარიანა |
კოორდინატები | 28°25′16″ ჩ. გ. 77°18′28″ ა. გ. / 28.42111° ჩ. გ. 77.30778° ა. გ. |
დაარსდა | 1607 |
ფართობი | 742.9 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 198±1 მეტრი |
მოსახლეობა | 1 054 981 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1 020 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +0129 |
ოფიციალური საიტი | http://www.faridabad.nic.in/ |
ფარიდაბადი (ჰინ. फरीदाबाद) — ქალაქი ინდოეთში, ჰარიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფარიდაბადის რაიონში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს სიქები და ინდუსები შეადგენენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 1607 წელს შეიხმა ფარიდმა დააარსა ამ ტერიტორიაზე გამავალი გზის დაცვის მიზნით. შეიხმა ააშენა ციხესიმაგრე, წყლის რეზერვუარი და მეჩეთი, რომელთა ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი. 1979 წლის 15 აგვისტოს, ფარიდაბადი შტატის მე-12 რაიონი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარიდაბადი დელიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით სწორედ დედაქალაქის ოლქი ესაზღვრება, დასავლეთით — გუარონის რაიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი უტარ-პრადეშის შტატი.
ქალაქი გაშენებულია ვაკეზე, რომელსაც აღმოსავლეთით მდინარე იამუნა ესაზღვრება, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კი არავალის ბორცვები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Delhi Public Transport Application დაარქივებული 2012-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Delhi Public Transport Application for Android 2.1+ დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.
- District Faridabad Official Web Site
- Faridabad MCF Website დაარქივებული 2012-04-14 საიტზე Wayback Machine.
- Faridabad Tourist Complexes დაარქივებული 2009-10-17 საიტზე Wayback Machine.
- Surajkund Tourist Complex დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine.