აგრა
ქალაქი | ||
---|---|---|
აგრა ჰინ. आगरा ურდუ آ گرہ | ||
![]() თაჯ-მაჰალი | ||
ქვეყანა |
![]() | |
შტატი | უტარ-პრადეში | |
კოორდინატები | 27°11′00″ ჩ. გ. 78°01′00″ ა. გ. / 27.18333° ჩ. გ. 78.01667° ა. გ. | |
ფართობი | 188,40 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 171 მ | |
მოსახლეობა | 1 686 976 კაცი (2010) | |
სიმჭიდროვე | 8 954 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | |
სატელეფონო კოდი | 562 | |
საფოსტო ინდექსი | 282001 | |
საავტომობილო კოდი | UP-80 | |
ოფიციალური საიტი | agra.nic.in/def.asp | |
| ||
აგრა (ჰინ. आगरा; ურდუ آ گرہ) — ქალაქი ინდოეთში, მდინარე იამუნას ნაპირებზე, უტარ-პრადეშის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 363 კმ-ით დასავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ დელიდან 200 კმ-ით სამხრეთით. ერთ დროს წარმოადგენდა ინდოსტანის დედაქალაქს. 1 686 976 მოსახლით (2010 წ), ის უტარ-პრადეშის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და ქვეყნის სიდიდით მე-19 ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[1] ჩამდინარე წყლების 80 % მდინარე იამუნაში ჩაედინება და აგრა ინდოეთის მე-20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.[2]
ქალაქი მოხსენიებულია ეპიკურ პოემა მაჰაბჰარატაში, აგრევანას სახელით, რაც „ტყის საზღვარს“ ნიშნავს.[3] ლეგენდა მის დაარსებას სიკვარ-რაჯპუტის მეფეს — რაჯა ბადალ სინგჰს მიაწერს (დაახლ. 1475), რომლის ციხესიმაგრე ბადალგარჰიც ამჟამინდელი ციხესიმაგრის სიახლოვეს მდგარა. თუმცა, XI საუკუნის სპარსი პოეტი მასუდ სად სალმანი აღწერს სასტიკ იერიშს აგრას ციხეზე, რომელიც სულთანმა მაჰმუდ გაზნევმა აიღო.[4] 1506 წელს, სულთანმა სიკანდარ ლოდიმ თავის დედაქალაქი პირველად გადაიტანა დელიდან აგრაში. 1517 წელს იგი გარდაიცვალა და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ტახტი მის ძეს, იბრაჰიმ ლოდის ეკავა, რომელიც 1526 წელს პანიპატის ბრძოლაში დამარცხდა.[5] 1526 - 1658 წლებში ქალაქი მოგოლი იმპერატორების დედაქალაქია. სწორედ ამ პერიოდიდან შემორჩა აგრას მოგოლთა არქიტექტურული ნიმუშები და ამჟამად მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულებია თაჯ-მაჰალი, აგრას ციხე და ფატეჰპურ-სიკრი — სამივე მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სექციების სია
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Agra, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Agra City portal
- Official website of Agra
- Agra at the Open Directory Project
- Agra News
- Taj Mahal Agra
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 61, თბ., 1975 წელი.
- Cole, Henry Hardy (1873). Illustrations of buildings near Muttra and Agra. India Office.
- Agra, Archaeological Society of (1874). Transactions of the Archaeological Society of Agra, Jan–June 1874. Delhi Gazette Press.
- Mukerji, Satya Chandra (1892). The Traveller's Guide to Agra. Sen & Co., Delhi.
- Fanthome, Frederic (1895). Reminiscences of Agra. Thacker, Spink & Co..
- Latif, Muḥammad (1896). Agra, Historical & Descriptive. Calcutta Central Press.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ World Gazetteer online India: largest cities and towns and statistics of their population". Accessed 25 Mar 2010.
- ↑ Green.in.msn.com
- ↑ Williams, Monier. Sanskrit-English Dictionary. Cologne Digital Sanskrit Dictionaries. Cologne University. წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Agra District profile. Official Website of Agra maintained by National Informatics Centre (NIC) of the Government of India. წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.
- ↑ Agra Fort. Archaeological Survey of India. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 December 2009. წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.