ლუდჰიანა
ქალაქი | |
---|---|
ლუდჰიანა პენჯაბ. ਲੁਧਿਆਣਾ | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | პენჯაბი (ინდოეთი) |
კოორდინატები | 30°55′00″ ჩ. გ. 75°51′00″ ა. გ. / 30.91667° ჩ. გ. 75.85000° ა. გ. |
ფართობი | 310 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 262 მ |
მოსახლეობა | 1 613 878 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 5 614 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91-161-XXX XXXX |
საფოსტო ინდექსი | 141001 |
ოფიციალური საიტი | http://www.ludhiana.nic.in/ |
ლუდჰიანა (პენჯაბ. ਲੁਧਿਆਣਾ) — ქალაქი ინდოეთის პენჯაბის შტატში. 1 613 878 მცხოვრებით (2011), იგი შტატის უდიდესი ქალაქია. მოსახლეობა კიდევ უფრო იზრდება მოსავლის აღების სეზონზე, მუშათა მიგრაციის გამო უტარ-პრადეშის, ბიჰარის, ორისისა და დელის შტატებიდან. ფართობი დაახლოებით 310 კმ²-ია. ქალაქი გაშენებულია მდინარე სატლეჯის ძველ ნაპირზე, მისი ამჟამინდელი დინებიდან 13 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ სამრეწველო ცენტრს. აწარმოებენ ტექსტილს, საინჟინრო ნაწარმს, მეტალურგიასა და ტყავს.
ლუდჰიანა შტატის დედაქალაქ ჩანდიგარჰიდან 100 კმ-ით დასავლეთით, ეროვნულ გზატკეცილ 1-ზე მდებარეობს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ დელის არმისტართან აკავშირებს.
კლიმატი ტროპიკულია, მკვეთრად განსხვავებული მშრალი და წვილიანი სეზონებით. იანვრის საშუალო ტემპერატურა — +13 °C, ივნისის — + 32 °C.