შინაარსზე გადასვლა

ბჰოპალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბჰოპალი
ჰინ. भोपाल
ურდუ بھوپال

ზემო ტბა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მადჰია-პრადეში
კოორდინატები 23°15′00″ ჩ. გ. 77°25′00″ ა. გ. / 23.25000° ჩ. გ. 77.41667° ა. გ. / 23.25000; 77.41667
ფართობი 697,24 კმ²
ცენტრის სიმაღლე 427
ოფიციალური ენა ჰინდი ენა
მოსახლეობა 1 795 648[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2 575 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 91-755
საფოსტო ინდექსი 462001
ოფიციალური საიტი https://bhopal.nic.in/
ბჰოპალი — ინდოეთი
ბჰოპალი

ბჰოპალი (ჰინ. भोपाल; ურდუ. بھوپال) — ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის დედაქალაქი და ბჰოპალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარსულში იგი ყოფილი ბჰოპალის შტატის დედაქალაქი იყო. ბჰოპალი ცნობილია როგორც ტბების ქალაქი,[2] მისი მრავალი ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბის გამო, ამავე დროს, ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია.[3]

ბჰოპალი ინდოეთის ქალაქების კლასიფიკაციით A B-1 კლასის ქალაქს მიეკუთვნება.[4] აქ მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის მრავალი დაწესებულება და ინსტიტუცია.

ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 1984 წლის 2-3 დეკემბრის ღამის ბჰოპალის კატასტროფის შემდეგ, როდესაც პესტიციდების საწარმო Union Carbide India Limited (UCIL)-დან მომწმვლელმა გაზმა, მათ შორის მეთილიზოციანატმა გაჟონა. ეს შემთხვევა ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში ყველაზე საშინელია, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, ბჰოპალი პროტესტებისა და კამპანიების ცენტრად იქცა, რომელიც მომიტინგეებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

ამბობენ, რომ ბჰოპალი მეფე ბჰოჯამ დააარსა (ახ. წ. 1000–1055) პარამარას დინასტიიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  2. Educational Britannica Educational (1 July 2010). The Geography of India: Sacred and Historic Places. The Rosen Publishing Group, გვ. 174–. ISBN 978-1-61530-202-4. ციტირების თარიღი: 15 April 2012. 
  3. Green. (2010-01-28) MSN's 8 green cities of India – 7 – Green News – Article – MSN India. Green.in.msn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-28. ციტირების თარიღი: 2010-07-26.
  4. http://finmin.nic.in/the_ministry/dept_expenditure/miscellaneous/hracca.pdf