კოიამპუტური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კოიამპუტური
ტამილ. கோயம்புத்தூர்
Main thoroughfare Coimbatore.jpg
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ტამილნადუ
კოორდინატები 11°01′06″ ჩ. გ. 76°58′29″ ა. გ. / 11.01833° ჩ. გ. 76.97472° ა. გ. / 11.01833; 76.97472
ფართობი 246,75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 411,2
ოფიციალური ენა ტამილური ენა
მოსახლეობა 1 250 446 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 10 052 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-(0)422
საფოსტო ინდექსი 641001
ოფიციალური საიტი ccmc.gov.in/ccmc/
კოიამპუტური — ინდოეთი
კოიამპუტური

კოიამპუტური (ტამილ. கோயம்புத்தூர்), აგრეთვე ცნობილი როგორც კოვაი — მეორე უმსხვილესი ქალაქი[1][2][3] ინდოეთის ტამილნადუს შტატში, რომლის აგლომერაციის მოსახლეობა 2 მლნ-ს შეადგენს. იგი მთავარი კომერციული ცენტრია და ხშირად „სამხრეთ ინდოეთის მანჩესტერსაც“ უწოდებენ.

ვიჯაიანაგარისა და მადურაი-ნაიაკის იმპერიების დროს კოიამპუტურის რეგიონს ჩერას, ჩოლას და პანდიას დინასტიები მართავდნენ და მიჩნეულია, რომ სახელი ტომის მეთაურ კოიანის პატივსაცემად ეწოდა. XVII საუკუნეში, ქალაქი მაისურის სამეფოს ნაწილი გახდა და ასე რჩებოდა სანამ 1799 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაიპყრობდა. ქალაქის თანამედროვე ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მისი სწრაფი ზრდა დაიწყო ტექსტილის ბუმის შედეგად. ამის შემდეგ, იგი მტკიცედ იზრდებოდა ნაყოფიერი მიწის, კლიმატისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების წყალობით.

ქალაქი გაშენებულია მდინარე ნოიალის ნაპირებზე, ტამილნადუს შტატის დასავლეთ ნაწილში და გარსშემორტყმულია დასავლეთ გჰატის ქედით. ინდოეთის სხვა ძირითად ქალაქებთან კარგადაა დაკავშირებული საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მაგისტრალებით.

კოიამპუტური ტამილნადუს ტექსტილისა და მანუფაქტურის კვანძია. სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიები მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ინდოეთის ინვსეტირების კონფედერაციის (CII) მიერ,[4] კოიამპუტური საინვესტიციო გარემოს მხრივ ინდოეთის ქალაქებს შორის მე-4 ადგილზეა დასახელებული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces. censusindia.gov.in. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  2. Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces - Statistics & Map. Citypopulation.de. წაკითხვის თარიღი: 2009-09-23.
  3. Tamil Nādu - Bill to expand madurai and kovai. Deccan Chronicle.de. წაკითხვის თარიღი: 2011-05-04.
  4. Powered by Google Docs. Docs.google.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-30.