ჯამშედპური
ქალაქი | |
---|---|
ჯამშედპური ჰინ. जमशेदपुर ბენგ. জামশেদপুর | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ჯარხანდი |
კოორდინატები | 22°48′00″ ჩ. გ. 86°11′00″ ა. გ. / 22.80000° ჩ. გ. 86.18333° ა. გ. |
დაარსდა | 1919 |
ფართობი | 149,23 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 159 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 1 337 131 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1 404 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +0657 |
საფოსტო ინდექსი | 831001 |
ოფიციალური საიტი | http://www.tatanagar.com/ |
ჯამშედპური (ჰინ. जमशेदपुर, ბენგ. জামশেদপুর) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი ურბანული კონგლომერაცია და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი ჯარხანდის შტატში. ჯამშედპური ინდოეთის მოწინავე ინდუსტრიული ქალაქია და იგი ინდუსტრიალისტმა ჯამშედჯი ტატამ დააარსა. მას ხშირად ფოლადის ქალაქსაც უწოდებენ.
ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 1 337 131 ადამიანია და ამ მხრივ ის მესამეა აღმოსავლეთ ინდოეთში კოლკატისა და პატნას შემდეგ. ინდოეთის იმ 53 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება, იგი 36-ე ადგილზეა.[1] მდებარეობს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე და გარსშემორტყმულია პეიზაჟური დალმას ბორცვებით. ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს ესაზღვრებიან მდინარეები — სუბარნარეხა და ხარკაი.
ჯამშედპური აღმოსავლეთ ინდოეთის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. აქ განთავსებულია მრავალი სამრეწველო საწარმო, ასევე უდიდესი ინდური სამრეწველო ზონა ადიტიაპური, რომელიც 1 200 პატარა თუ საშუალო ზომის წარმოებას მოიცავს.
ინდოეთის მთავრობამ, 2010 წლის მოხსენებაში ჯამშედპური ქვეყნის მე-7 ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელა.[2] 2007 წლის მოხსენებაში, იგი ინდოეთის მე-7 უმდიდრესი ქალაქი იყო. ასევე, მიჩნეულია 2006-2020 წლების მსოფლიოში 84-ე ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Jamshedpur, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Tatanagar დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine.
- MyJamshedpur.com
- Website of the District Administration
- Fact File on Jamshedpur დაარქივებული 2005-03-06 საიტზე Wayback Machine.
- -Satellite Images of Jamshedpur