სურატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სურატი
გუჯარათ. સુરત
GauravPath1.jpg
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი (ინდოეთი)|ინდოეთის ადმინისტრაციული დაყოფა|შტატი გუჯარათი
კოორდინატები 21°10′00″ ჩ. გ. 72°50′00″ ა. გ. / 21.16667° ჩ. გ. 72.83333° ა. გ. / 21.16667; 72.83333
ფართობი 326,515 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13
მოსახლეობა 4 462 003[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 13 666 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91261-XXX-XXXX
საფოსტო ინდექსი 394 XXX , 395 XXX
ოფიციალური საიტი suratmunicipal.gov.in/Default.asp
სურატი — ინდოეთი
სურატი

სურატი (გუჯარათ. સુરત), აგრეთვე ცნობილი როგორც სურიაპური — კომერციული ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში. სურატის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთ-ერთი სწრაფადმზარდი ქალაქი ინდოეთში. წარმოადგენს ინდოეთის მესამე ყველაზე სუფთა ქალაქს.[2][3] მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორეა შტატში 4,5 მილიონი მცხოვრებით. ქალაქის მერთა საერთაშორისო ურბანულ საქმეთა ფონდის[4] კვლევების თანახმად, სურატი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ქალაქია და ეკონომიკური კეთილდღეობის მხრივ ყველაზე სწრაფადმზარდი ინდოეთში.[5] 2001 - 2008 ფისკალური შვიდი წლის მანძილზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 11.5 %-იანი ზრდა დაფიქსრიდა.

მდებარეობს შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 306 კმ-ით სამხრეთით, მდინარე ტაპტის მარცხენა ნაპირზე. ჰყოფს ქალაქის ძველ ნაძილს, ვიწრო ქუჩებითა და კოხტა სახლებით უახლესი გარეუბნებიდან მიწის თხრილი გამოყოფს. სურატი საქვეყნოდაა ცნობილი ტექსტილის წარმოებითა და ალმასების ინდუსტრიით. ხშირად მას მსოფლიოს ბრილიანტების დედაქალაქს უწოდებენ. მსოფლიო ბრილიანტების 92%-ს სურატში ჭრიან და აპრიალებენ. ასევე ცნობილია „ინდოეთის ქარგვის დედაქალაქის“ სახელით, საქარგი მანქანა-დანადგარების ყველაზე მაღალი რიცხვით სხვა ყველა ქალაქთან შედარებით.[6] მოგოლთა პერიოდში, იგი ინდოეთის უმთავრესი პორტი იყო, მაგრამ ეს სტატუსი აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის ზრდის პროცესში მუმბაიმ ჩამოართვა.[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mid-Year Population Estimates. Surat Municipal Corporation. წაკითხვის თარიღი: 2010-09-15.
  2. Chandigarh cleanest city, Mysore number two“, CNN-IBN, 2010-05-11. წაკითხვის თარიღი: 2010-09-13. 
  3. Union Ministry gives Surat 'global megacity' status. oneindia.
  4. Surat fourth fastest growing city in world“, The Times Of India, 23 July 2011. 
  5. http://specials.rediff.com/money/2008/feb/06sld1.htm
  6. 6.0 6.1 Adiga, Aravind. “Uncommon Brilliance“, Time Magazine, 2004-04-12. წაკითხვის თარიღი: 2007-10-17. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2010-01-16.