დჰანბადი
ქალაქი | |
---|---|
დჰანბადი ჰინ. धनबाद ბენგ. ধনবাদ | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ჯარხანდი |
კოორდინატები | 23°48′00″ ჩ. გ. 86°27′00″ ა. გ. / 23.80000° ჩ. გ. 86.45000° ა. გ. |
ფართობი | 577 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 222 მ |
მოსახლეობა | 1 195 298 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2000 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91326-XXXX XXXX |
საფოსტო ინდექსი | 826001 |
ოფიციალური საიტი | dhanbad.nic.in |
დჰანბადი (ჰინ. धनबाद; ბენგ. ধনবাদ) — ქალაქი ინდოეთში, ჯარხანდის შტატში. ზედმეტსახელად ხშირად მას ინდოეთის ნახშირის დედაქალაქსაც უწოდებენ. წარმოადგენს მსოფლიოში 96-ე[1] ყველაზე სწრაფადმზარდ ქალაქს.[2] 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ინდოეთის იმ 53 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება, იგი 42-ე ადგილზეა. შემოსავლების მხრივ, დჰანბადის რკინიგზა მეორე ადგილზეა ინდოეთში მუმბაის რკინიგზის შემდეგ.
დჰანბადი ცნობილია ქვანახშირის მოპოვებით. ფუნქციონირებს ამ მიმართულების რამდენიმე მსხვილი კომპანია.
ქალაქი ზღვის დონიდან 227 მეტრზეა გაშენებული. მისი გეოგრაფიული სიგრძე 24 კმ-ია, სიგანე კი 16 კმ. კლიმატი გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან ტროპიკულ ტენიან და მშრალში. ტემპერატურის პიკმა ზაფხულში შესაძლოა 47 °C-ს მიაღწიოს. ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 12 °C ეცემა, მაქსიმალური კი 22 °C-ია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dhanbad, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Website of the city of Dhanbad
- Dhanbad City დაარქივებული 2009-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Dhanbad travel guide
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The world’s fastest growing cities and urban areas from 2006 to 2020. citymayors.com
- ↑ Eleven Indian cities among 100 fastest growing cities in the world დაარქივებული 2009-03-14 საიტზე Wayback Machine. . Merinews.com. Retrieved on 2012-04-14.