შინაარსზე გადასვლა

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ალბ. Kisha Orthodhokse Autoqefale e Shqipërisë


ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

თეოფან ნოლი

ავტოკეფალია

1912

ადგილი დიპტიქში

მე-{{{დიპტიქი}}}

წინამძღვარი

ანასტასი

რეზიდენცია

ტირანა ალბანეთი

არეალი

ალბანეთი

საეკლესიო ენა

ალბანური, ბერძნული

მრევლი

700 000[1]


ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიამართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, უკავია მე–12 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში.

ალბანეთში პირველი ქრისტიანული გაერთიანებები ცნობილია III საუკუნიდან, ხოლო პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა X საუკუნეში და მალევე დაექვემდებარა ეპარქიის სახით ბულგარეთის ეკლესიას, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევრიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციაშია.

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია დააარსეს ალბანელმა ემიგრანტებმა. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ალბანეთის რელიგიურმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ თეოფან ნოლიმ. 1912 წელს ბერძნული ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად ალბანეთის ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო დამოუკიდებლობასთან ერთად. ენვერ ხოჯას კომუნისტურმა რეჟიმმა 1967 წელს დაწყებული ათეისტური კამპანიის შედეგად, ისევე როგორც სხვა კონფესიები, მთლიანად გაანადგურა ალბანეთის ეკლესია. მოსპო მრავალი სიწმინდე, სიკვდილით დასაჯა ან ციხეებში ამოხოცა მღვდელმთავრები. 1991 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა აღადგინა განადგურებული საეკლესიო იერარქია.

1992 წლის 24 ივნისიდან ეკლესიას მეთაურობს ტირანისა და სრულიად ალბანეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი ანასტასი (წარმოშობით ბერძენი).

მართლმადიდებელია ალბანეთის მოსახლეობის 20 %. მართლმადიდებელი იყო ალბანეთის პრეზიდენტი 2002–2007 წლებში ალფრედ მოისიუ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. CNEWA - Autocephalous Orthodox Church of Albania