შინაარსზე გადასვლა

Odyssey-ის სერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Odyssey-ის სერია

1972 წელს გამოსული ორიგინალი Magnavox Odyssey
მწარმოებელი
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლების სერია
თაობა პირველი თაობა
გამოშვების თარიღი 1972
შეწყდა 1978

Odyssey (Magnavox Odyssey, Philips Odyssey) — სახლის სათამაშო კონსოლების ხაზი, თავდაპირველად შემუშავებული კომპანია Magnavox-ის მიერ 1972 წელს. 1974 წლიდან Odyssey-ის სერიას უშვებდა Philips, მას შემდეგ რაც შეისყიდა კომპანია Magnavox.[1] 1977-1978 წლებში სისტემა გამოდიოდა Philips Odyssey-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ.

ხაზი მოიცავს ორიგინალ Magnavox Odyssey-ის, კარტრიჯულ Magnavox Odyssey²-ის, Odyssey-ის გამოყოფილი სახლის სათამაშო კონსოლებისა და Philips Odyssey-ის (1977-1978) სერიებს.

1972 წელს გამოვიდა ვიდეო თამაშების პიონერის, რალფ ბაერის შექმნილი მსოფლიოში პირველი კომერციული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი Magnavox Odyssey. საერთო ჯამში Odyssey-ის ხაზი მოიცავს 12 კონსოლს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wayback Machine (2008-03-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-08. ციტირების თარიღი: 2019-05-26