შინაარსზე გადასვლა

გილერმო დელ ტორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გილერმო დელ ტორო

დელ ტორო 2015 წლის სიდჟესის კინოფესტივალზე-ზე
დაბადების სახელი გილერმო დელ ტორო გომესი[1]
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1964 (1964-10-09) (60 წლის)
გვადალახარა, ხალისკო, მექსიკა
რეზიდენცია აგურა-ჰილზი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მწერალი
მეუღლე(ები) ლორენცა ნიუტონი (იქ. 1986)
შვილ(ებ)ი 2
ხელმოწერა

გილერმო დელ ტორო გომესი (ესპ. Guillermo del Toro Gómez (ესპანური წარმოთქმა: [ɡiˈʝeɾmo ðel ˈtoɾo]; დ. 9 ოქტომბერი, 1964) — კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, რომანების ავტორი. კინოკარიერის პერიოდში შექმნა ბნელი ფენტეზის ჟანრის რამდენიმე ნამუშევარი, მაგალითად — გოთიკურ საშინელებათა ფილმი „ეშმაკის ხერხემალი“ (2001), „ფავნის ლაბირინთი“ (2006) და „წყლის ფორმა“ (2017), ისევე, როგორც უფრო უფრო ტრადიციული ჟანრის ამერიკული ფილმები — „ბლეიდი II“ (2002), ზებუნებრივი ჟანრის სუპერგმირული „ჰელბოი“ (2004), მისი გაგრძელება „ჰელბოი: ოქროს არმია“ (2008) და სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „წყნარი ოკეანის ტიტანები“ (2013).

გარდა რეჟისორული მიმართულებისას, დელ ტორო არის აქტიური პროდიუსერი. ამ მხრივ, მის წარმატებულ ფილმებს შორის არის „ბავშვთა სახლი“ (2007), „ჯულიას თვალები“ (2010), „ბიუტიფული“ (2010), „კუნგ-ფუ პანდა 2“ (2011), „ჩექმებიანი კატა“ (2011) და „დედა“. თავდაპირველად იგი უნდა ყოფილიყო კინოტრილოგია „ჰობიტის“ რეჟისორი, თუმცა პროექტი დატოვა სხვა ფილმებზე მუშაობის გამო. მიუხედავად ამისა, იგი აღნიშნულია ფილმების ტიტრებში, როგორც სცენარის თანაავტორი.

დელ ტოროს ნამუშევრებში არის გამოკვეთილი კავშირი ზღაპრებთან და საშინელებათა ჟანრთან, ვიზუალური ან პოეტური სილამაზის ელემენტებით.[2] იგი გატაცებულია ურჩხულებით, რომლებსაც თვლის დიდი ძალაუფლების სიმბოლოდ.[3] დელ ტორო ცნობილია თავის ნაშრომებში მწერების და რელიგიური სიმბოლოების, კათოლიციზმის და მანკიერების, მიწისქვეშა სამყაროების და მექანიზმების, პრაქტიკული სპეციალური ეფექტების, დომინირებადი ყვითელი ნათების გამოყენებით. მის ფილმებში ხშირად თამაშობენ რონ პერლმანი, დაგ ჯოუნსი და ფედერიკო ლუპი.[4][5] დელ ტოროს მეგობრები არიან მექსიკელი რეჟისორები, ალფონსო კუარონი და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. ამ სამს უწოდებენ „კინოს სამ ამიგოს“.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Guillermo del Toro cumple 48 años en espera de El Hobbit. Informador. October 8, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: November 26, 2013.
  2. Gorber, Jason. (January 15, 2013) Gorber's Epic Guillermo del Toro Interview, Part 2: On Producing and Building a Canon of Work. twitchfilm.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2013. ციტირების თარიღი: January 17, 2013.
  3. Guillermo del Toro. (September 22, 2010) Monsters Are Living, Breathing Metaphors. bigthink.com. Big Think. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2012. ციტირების თარიღი: January 17, 2013.
  4. Dissection of Darkness. lexpiccione.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2015. ციტირების თარიღი: January 17, 2013.
  5. Whitty, Stephen. (July 7, 2013) Guillermo del Toro on Pacific Rim, monsters, Hollywood and other horrors. nj.com. ციტირების თარიღი: July 7, 2013.
  6. http://www.hollywoodreporter.com/news/three-amigos-change-face-mexican-138793