მშვილდოსანი ბარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მშვილდოსანი ბარდიჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის, რომანის „ჰობიტი“ ერთ-ერთი პერსონაჟი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარდი იყო ქალაქ ველის სამეფოს მემკვიდრე და კანონიერი მეფე, აგრეთვე მშვილდოსანი, რომელიც ტბისპირა ქალაქში ცხოვრობდა. მომდინარეობდა გირიონის შტოდან, რომლის ცოლი და შვილები შეეფარნენ ტბისპირა ქალაქს 2770 წელს - მას შემდეგ, რაც დრაკონმა სმაუგმა გაანადგურა ველი და დასახლდა მარტოსული მთის გულში.

ბარდმა, შაშვის მითითებით, ესროლა დრაკონს ისარი პირდაპირ იმ წერტილში მუცელზე, რომელიც სმაუგის სასიკვდილო ადგილი იყო (შაშვის ენა მას ესმოდა, ვინაიდან ველის ხალხს ეს ნიჭი ყოველთვის ჰქონდა). განგმირული სმაუგი ესგაროთზე დაეცა და დაანგრია.

ესგაროთის ხალხი ითხოვდა ბარდის ქალაქის მმართველად დანიშვნას, მაგრამ გაიძვერა ქალაქისთავმა განაცხადა, რომ ბარდი სინამდვილეში ველის მემკვიდრე იყო, ხოლო ქალაქის დანგრევაში, უპირველეს ყოვლისა, დამნაშავენი იყვნენ ის ჯუჯები, რომლებმაც სმაუგი გამოაღვიძეს. შესაბამისად, ბარდი ესგაროთის ხალხს მარტოსული მთისკენ გაუძღვა, სადაც აპირებდა, ჯუჯებისთვის მოეთხოვა განძის ნაწილი.

თორინისგან ბარდი ითხოვდა დიდი განძის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ თორინი უარს ეუბნებოდა. შემდეგ მშვილდოსანმა ბილბოსგან მიიღო არკენსტოუნი - ძვირფასი ქვა, რომელსაც ჯუჯა ნატრობდა. ქვა მან ჯუჯას განძის სანაცვლოდ შესთავაზა და ბილბომ თავად აღიარა, რომ ქვა იპოვა - ამის გამო თორინის მიერ იგი გაძევებული იქნა ჯუჯათა ბანაკიდან.

თორინი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი ხუთი ლაშქრის ბრძოლისას (რომელშიც ბარდის ხალხიც მონაწილეობდა), ორკთა ბელად ბოლგის მიერ. ბოლოს ბარდმა არკენსტოუნი მის გულზე დაასვენა. მოგვიანებით ბარდმა ესგაროთს შესწირა მთიდან მოპოვებული ოქროს მეთოთხმეტედი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთავმა მისი დიდი ნაწილი მიითვისა, დარჩენილი მაინც საკმარისი აღმოჩნდა ქალაქის აღსადგენად.

ბარდი დაუბრუნდა ველს, ისიც აღადგინა და 2944 წელს მისი მეფე გახდა. მარტოსული მთის სამეფოს ჯუჯებთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს მიწა, განადგურებული სმაუგის მიერ, კვლავ აყვავდა.

ბარდი გარდაიცვალა 2977 წელს. მისი ადგილი დაიკავა შვილმა, ბაინმა.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარდს აგრეთვე უწოდებდნენ მშვილდოსან ბარდს. ვარაუდობე, რომ მისი სახელი მომდინარეობს ძველი ნორვეგიულიდან - Bárðr. ელემენტი böð ნიშნავს ბრძოლას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]