ჰენდერსონი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული ჰენდერსონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კუნძულის თანამგზავრული ფოტო
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 24°21′00″ ს. გ. 128°19′00″ დ. გ. / 24.35000° ს. გ. 128.31667° დ. გ. / -24.35000; -128.31667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 487
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 487
ინგლ.რუს.ფრ.

ჰენდერსონი (ინგლ. Henderson Island) — დაუსახლებელი მარჯნის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. 1902 წლიდან მიერთებულია ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებისპიტკერნის კუნძულების კოლონიას. კუნძულის სიგრძე 10,4 კმ-ია, სიგანე 5,6 კმ, მაქსიმალური სიმაღლე ოკეანის დონიდან — 33 მ, ხოლო მთლიანი ფართობი 37,3 კმ². მდებარეობს პიტკერნის კუნძულებიდან 193 კმ-ით ჩრდილოეთით. 1988 წლიდან, გაეროს მოთხოვნის საფუძველზე, ჰენდერსონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მისი უნიკალური ფრინველთა სამყაროსა და ფოსფატების ხელუხლებელი მარაგის გამო.

კუნძული მეტისმეტად პატარა და დახრამულია, ასევე ნაკლებია მტკნარი წყალი, რის გამოც შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. სანაპირო ზოლზე ამოზიდული მარჯნის პლატფორმა 15 მეტრი სიმაღლისაა და ფრიალო კლდეებს წარმოქმნის. პლაჟები მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზეა.

კუნძულზე გავრცელებულია ოთხი სახეობის ენდემური ფრინველის სახეობა და დაახლოებით 50 სხვა არაენდემური ზღვის ფრინველი. ასევე 63 სახეობის ენდემური მცენარე, მათ შორის 35-40 სახეობის მწერიჭერია მცენარე.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დღეს დაუსახლებელია, არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ის XII-XV საუკუნეებში დასახლებული ყოფილა პოლინეზიელი ხალხების პატარა ჯგუფით. მათი გაუჩინარების მიზეზი, ისევე როგორც პიტკერნის კუნძულების მოსახლეობისა, დღემდე უცნობია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]