შინაარსზე გადასვლა

ნიუ-ლანარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-ლანარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 429
Map
https://www.newlanark.org/[1]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 429
ინგლ.რუს.ფრ.

ნიუ-ლანარკი (ინგლ. New Lanark) — სოფელი შოტლანდიაში, მდინარე კლაიდზე. მდებარეობს ქალაქ ლანარკიდან 2,2 კმ-ის მოშორებით, სამხრეთ ლანარკშირში. სოფელი 1786 წელს დეივიდ დეილმა დააარსა, როდესაც მან ბამბის ფაბრიკები და მუშათა სახლები გააშენა. დეილის ყურადღება ამ ადგილმა მდინარის გამო მიიქცია, ვინაიდან წყალს ბამბის წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დეილისა და მისი სიძის, უელსელი ფილანთროპისა და სოციალური რეფორმატორის - რობერტ ოუენსი თანამშრომლების შედეგად, რომლებიც ერთად ფლობდნენ საწარმოებს, ნიუ-ლანარკმა ბიზნესში დიდ წარმატებას მიაღწია.

ფაბრიკები 1968 წლამდე ფუნქციონირებდნენ. 1975 წელს, ნიუ-ლანარკის გადარჩენის მიზნით შეიქმნა „ნიუ-ლანკარის შენარჩუნების ფონდი". 2006 წელს, შენობათა უმრაველსობა სოფელში აღდგენილ იქნა და იგი მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშეასნიშნაობად იქცა.

2001 წელს, სოფელი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/