ჰარლეკის ციხესიმაგრე
მეფე ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 52°51′36″ ჩ. გ. 4°06′33″ დ. გ. / 52.86000° ჩ. გ. 4.10917° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 374 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 374 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰარლეკის ციხესიმაგრე (ინგლ. Harlech Castle) — ციხესიმაგრე უელსის ქალაქ ჰარლეკში. გეგმარებით ის კონცენტრულია და ფრიალო კლდის წვერზე მდებარეობს, რომელიც ირლანდიის ზღვას გადაჰყურებს. არქიტექტურულად, ის გამოირჩევა სადარაჯოების მასივით.
ნაგებობა ინგლისის მეფე ედუარდ I-მა ააშენა უელსის დაპყრობის პერიოდში. მას შემდეგ ციხესიმაგრე არაერთი იერიშისა და ალყის მოწმე გახდა. დამოუკიდებელი უელსის პერიოდში, 1404 - 1409 წლებში, ის ფაქტობრივად უელსის დე-ფაქტო დედაქალაქს წარმოადგენდა, როდესაც იგი უაინ გლინდურს ეპყრა. მომდევნო შვიდი წლიანი ალყის განმავლობაში, ვარდების ომის მიმდინარეობისას,[1] სამუდამოდ შემორჩა ცნობილ სიმღერაში "Men of Harlech".
XVII საუკუნის შუა წლებში, ინგლისის რევოლუციის დროს, ჰარლეკი იყო ბოლო სიმაგრე, რომელიც მეფის მომხრეებს ეპყრათ. პარლამენტარისტების მიერ მისი აღებით კი ომი ფაქტობრივად დამთავრდა.
1986 წელს, იუნესკომ ის უელსის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრესთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official Cadw page for Harlech Castle დაარქივებული 2006-05-24 საიტზე Wayback Machine.
- Sources on Harlech Castle
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cannon 1997, p. 454; Bennett 2001