სტადლის სამეფო პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტადლის სამეფო პარკი და მასში მდებარე ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 54°06′58″ ჩ. გ. 1°34′23″ დ. გ. / 54.11611° ჩ. გ. 1.57306° დ. გ. / 54.11611; -1.57306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 372
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 372
ინგლ.რუს.ფრ.

სტადლის სამეფო პარკი (ინგლ. Studley Royal Park) — პარკი ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ცისტერიანული ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები. ასევე მოიცავს XVIII საუკუნის სხვადასხვა ნიმუშებს, მათ შორისაა სტადლის სამეფო წყლის ბაღი. 1986 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ფაუნტინის სააბატო 1132 წელს დაარსდა 30 ბენედიქტელი ბერის მიერ, რომლებიც შემდეგ ცისტერიანელები გახდნენ. 1539 წელს მონასტერი მეფე ჰენრი VIII-მ გააუქმა და სააბატოს შენობები და მის გარშემო მდებარე 500 აკრი მიწა ვაჭარს, სერ რიჩარდ გრეშამს მიჰყიდა. გრეშამის შთამომავლებმა ქონების მოვლა ვერ შეძლეს და ის ვინმე სტეფან პროქტორს მიჰყიდეს, რომელმაც აქ 1598 - 1604 წლებში ფაუნტინის დარბაზი ააშენა. მისი მშენებლობისთვის ნაწილობრივ გამოიყენეს დანგრეული სააბატოს ქვები. შენობა მართლაც გამორჩეულია და დღეს მისი სამი ოთახი მნახველთათვის ღიაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]