ლონდონის ტაუერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tower of london from swissre.jpg

მისი უდიდებულესობის სასახლე და ციხესიმაგრე ან უბრალოდ ლონდონის ტაუერი — ისტორიული ციხესიმაგრე ლონდონის ცენტრში, მდინარე ტემზის სანაპიროზე. აშენდა 1066 წელს, ინგლისის ნორმანული დაპყრობების პერიოდში. თეთრი ტაუერი, რომლისგანაც მთლიან ციხესიმაგრეს ეწოდა სახელი, კომპლექსის ცენტრში მდებარეობს. ის 1078 წელს ააგო უილიამ დამპყრობელმა და წარმოადგენდა ქალაქის შევიწროების აღმაშფოთებელ სიმბოლოს. 1100 წლიდან ციხესიმაგრე საპყრობილედ გამოიყენებოდა, თუმცა მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი ეს არ ყოფილა. მთლიანობაში, ტაუერი რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს, რომლებიც დამცავი კედლებისა და თხრილის შიგნითაა მოქცეული. XII-XIII საუკუნეებში კომპლექსი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ლონდონის ტაუერი ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მთლიან ქვეყანაზე კონტროლის დამყარება დიდად იყო დამოკიდებული ტაუერზე კონტროლის დამყარებაზე. სხვადასხვა პერიოდში, ის ასრულებდა ხან იარაღის საწყობის, ხან სამხეცის, ხან ხაზინის და ხანაც სამეფო მონეტების მოსაჭრელი ფაბრიკის ფუნქციებს.

1988 წელს, ტაუერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 488
რუს.ინგლ.ფრ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: