შინაარსზე გადასვლა

გორჰამის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორჰამის მღვიმე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1500
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

გორჰამის მღვიმე — მღვიმე გიბრალტარში, მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ბუნებრივი წარმოშობისაა, წარმოიქმნა წყლის შედეგად 250 ათასი წლის წინ. გამყინვარების პერიოდში ზღვის დონის ცვალებადობის გამო ზღვიდან 4,5 კილომეტრში მდებარეობდა. მიჩნეულია ნეანდერტალელების უკანასკნელ საცხოვრისად.

მღვიმე აღმოაჩინა 1907 წელს, ბრიტანელმა სამხედრომ ა. გორჰამმა, რომლის სახელიც მიიღო. მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანების შრომის იარაღები. პირველი არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 1950 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1951 წლის მარტამდე. აღმოაჩინეს ანტიკური ხანის, ნეოლითისა და მუსტიეს კულტურის შრეები.

2012 წელს გორჰამის მღვიმეების კომპლექსი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში.[1] 2016 წლის 15 ივლისს კი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[2]

2014 წელს არქეოლოგებმა გორჰამის მღვიმეში, ნეანდერტალელების მიერ შესრულებული აბსტრაქტული ნახატები აღმოაჩინეს[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: