შინაარსზე გადასვლა

კერნარვონის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°08′22″ ჩ. გ. 4°16′37″ დ. გ. / 53.13944° ჩ. გ. 4.27694° დ. გ. / 53.13944; -4.27694
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 374
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 374
ინგლ.რუს.ფრ.

კერნარვონის ციხესიმაგრე (უელს. Castell Caernarfon) — შუა საუკუნეების ნაგებობა უელსის ქალაქ გუინედში. XI საუკუნის ბოლოდან ის კერნარვონში, ხელოვნურ ბორცვზე მდგარი კოშკი იყო, სანამ 1283 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I-მა ის დღეს არსებულ ქვით ნაგებ სტრუქტურად არ გადააკეთა. სულ მალე ციხესიმაგრე და ქალაქი კერნარვონი ჩრდილოეთ უელსის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

როდესაც ციხესიმაგრეს აღდგენითი სამუშაოები უტარდებოდა, კერნარვონს გარს კედელი შემოარტყეს. სამუშაოები 1330 წელს დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის გარე ნაგებობები დასრულდა და გარედან ძლევამოსილად გამოიყურებოდა, ზოგიერთი შიდა ნაგებობის მშენებლობა შეჩერდა და აღარასდროს დასრულებულა. 1294 წელს ქალაქი თავის ციხესიმაგრესთან ერთად, აჯანყებულებმა აიღეს, მაგრამ მომდევნო წელსვე დათმეს.

1646 წლის ინგლისის სამოქალაქო ომში, ციხესიმაგრე მეფის მომხრეებმა იაღეს, რომლებსაც პარლამენტის მომხრეებთან სამგზის მოუხდათ შერკინება, როდესაც მათ ციხეს ალყა შემოარტყეს. ეს ციხესიმაგრის ბრძოლებში გამოყენების უკანასკნელი შმეთხვევა აღმოჩნდა. XIX საუკუნემდე ის ყველასგან მივიწყებული აღმოჩნდა, სანამ სახელმწიფომ აღდგენითი სამუშაოები არ დაიწყო. 1911 და 1969 წლებში, ციხესიმაგრეში შედგა უელსის პრინცისათვის ხელისუფლების გადაცემა.

1986 წელს, იუნესკომ ის უელსის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრესთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]