შინაარსზე გადასვლა

იურული სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დორესტისა და აღმოსავლეთ დევონის სანაპირო
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 1029
Map
http://www.jurassiccoast.com
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1029
ინგლ.რუს.ფრ.

იურული სანაპირო (ინგლ. Jurassic Coast) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ინგლისის არხში, სამხრეთ ინგლისის სანაპიროზე. გადაჭიმულია ქალაქ იქსმუტიდან ქალაქ სუანაგემდე, 153 კმ-ის სიგრძეზე. 2001 წლიდან წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მეორე მთლიანად ბუნებრივ მემკვიდრეობის ძეგლს.

სანაპირო მოიცავს მეზოზოურ, იურულ და ცარცულ პერიოდში ჩამოყალიბებულ კლდეებს და მოწმეა გეოლოგიური ისტორიის 180 მილიონი წლისა. ტერიტორია წარმოსახავს ბუნებრივი რელიეფის ბრწყინვალე ნიმუშებს, მათ შორის ბუნებრივ თაღებს, უბეებს და კირქვის ნაოჭებს, ასევე კუნძულ პორტლანდს. განსხვავებული გეოლოგიური მახასიათებლების გამო, სანაპირო საერთაშორისო საველე სამუშაოების საგანს წარმოადგენს.

სანაპიროსა და მთლიანად სამხრეთ ინგლისის უმაღლესი წერტილია გოლდენ-კაპი (191 მ).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]