შინაარსზე გადასვლა

ბლენჰეიმის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლენჰეიმის სასახლე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი Grade I listed building[1] , მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და Grade I listed park and garden[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 425
Map
https://www.blenheimpalace.com/ და https://www.blenheimpalace.com[2]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 425
ინგლ.რუს.ფრ.

ბლენჰეიმის სასახლე (ინგლ. Blenheim Palace) — მონუმენტური, სასოფლო ტიპის სასახლე ინგლისის პატარა ქალაქ ვუდსტოკში, ოქსფორდშირის საგრაფოში. ის ერთადერთი არასამეფო და არასაეპისკოპოსო სასოფლო სახლია ინგლისში, რომელიც სასახლის ტიტულს ატარებს. აშენდა 1705 - 1724 წლებში. 1987 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სასახლე მადლობის ნიშნად მთელმა ერმა მარლბორუგის გრაფს - ჯონ ჩერჩილს უძღვნა, რომელიც ჰოხშტედის ბრძოლიდან, სადაც მან ფრანგებსა და ბავარიელებს სძლია და სამშობლოში სამხედრო ტრიუმფით დაბრუნდა.

სასახლე უიშვიათეს, საკმაოდ მცირე ხნის ისტორიის მქონე ინგლისური ბაროკოს სტილშია აგებული და დღეს თითქმის იგივე სახითაა შემორჩენილი, როგორც ის 1720-იან წლებში იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 National Heritage List for England
  2. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/