შინაარსზე გადასვლა

ტბების მხარე (დიდი ბრიტანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტბების მხარე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v, vi
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 422
Map
http://www.lakedistrict.gov.uk/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 422
ინგლ.რუს.ფრ.

ტბების მხარე (ინგლ. Lake District) — მთიანი რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, კამბრიის საგრაფოში. ისტორიულ-კულტურული ტერიტორია პრაქტიკულად გარშემორტყმულია კამბერლენდის მთებით.

ტბების მხარე ცნობილია თვალწარმტაცი მთიანი და ტბებიანი ლანდშაფტებით. ციცაბო მთები, დაბალი მწვანე ხეობები, იდუმალი ტბები, მრავალი პოეტისა და მხატვრისთვის შთაგონება გამხდარა, მათ შორის უილიამ ვორდსვორტისა და ბეატრის პოტერისათვის.

ტბების შემადგენლობაში შედის ინგლისში ოთხი ყველაზე დიდი ტბა — უინდერმირი, ალსუოტერი, ბასენტუეიტი და დერუენტ-უოტერი. ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს მთა სკოფელ-პაიკი, რომელიც ინგლისის უმაღლესი მწვერვალია.

ტბების მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბების მხარის ეროვნული პარკი.

2017 წლის 9 ივლისს ტბების მხარე შეყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]