შინაარსზე გადასვლა

ბომარისის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში

ბომარისის ციხესიმაგრე
სტატუსი Grade I listed building[1] , დაცული ძეგლი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და National Monument of Wales
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 374
Map
http://www.beaumaris.com და https://cadw.gov.wales/visit/places-to-visit/beaumaris-castle[2]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 374
ინგლ. • რუს. • ფრ.

ბომარისის ციხესიმაგრე (ინგლ. Beaumaris Castle) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე უელსში, კუნძულ ანგლსიზე. ნაგებობა ინგლისის მეფე ედუარდ I-მა ააგო ჩრდილოეთ უელსში ლაშქრობების დროს. მშენებლობა 1295 წელს დაიწყო, გრძელდებოდა 35 წლის მანძილზე, მაგრამ აღარასდროს დასრულებულა, რადგან ფინანსური პრობლემების გამო, მეფე იძულებული გახდა პროცესი შეეჩერებინა.

ციხესიმაგრის სტრუქტურა კონცენტრულია. მდებარეობს კუნძულ ანგლსის სანაპირო ზოლში, მენაის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელთან. ნაგებობას გარს თხრილი აკრავს, რომელიც ზღვას უერთდება.

ციხესიმაგრე ამჟამად საკმაოდ კარგადაა შემონახული და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურის მქონედ ითვლება ამგვარ ნაგებობებს შორის, ღიაა დამთვალიერებელთათვის. 1986 წელს, იუნესკომ ის უელსის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრესთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Beaumaris Castle — Royal Commission on the Ancient and Historical Monuments of Wales.
  2. ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/