ნიშაბური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიშაპური)
ქალაქი
ნიშაბური
نیشاپور
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
მუნიციპალიტეტი ხორასან-რეზავი
კოორდინატები 36°12′48″ ჩ. გ. 58°47′45″ ა. გ. / 36.21333° ჩ. გ. 58.79583° ა. გ. / 36.21333; 58.79583
მერი სეიდ ჰაბას ჰოსეინი
დაარსდა III საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1,250
მოსახლეობა 264,375[1] კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 051
ოფიციალური საიტი neyshabur.ir
ნიშაბური — ირანი
ნიშაბური

ნიშაბური (სპარს. نیشاپور) — ქალაქი ჩრდილოეთ ირანში, ხორასან-რეზავის ოსტანში. მდებარეობს ნაყოფიერ ვაკეზე, ბინამუდის მთების მთისწინეთში, რეგიონულ დედაქალაქ მაშადის სიახლოვეს. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 270 972 ადამიანს. ქალაქის სახელწოდება სანსკრიტიდან მომდინარეობს (Nisha-Pur - ღამის ქალაქი), რადგან ერთ დროს ამ ტერიტორიას ინდოელი მმართველები მართავდნენ.

რეგიონის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზეა დამყარებული. მთავარი კულტურებია მარცვლეული და ბამბა.

ნიშაპური მრავალი პოეტისა და ცნობილი ადამიანის სამშობლოა. მათ შორისაა პოეტი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი, რომელიც აქ 1048 წელს დაიბადა და დასაფლავებულია ქალაქიდან რამდენიმე მილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]