ჩაე-სონის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩაე-სონის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติแจ้ซ้อน

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Chae Son National Park07.jpg
მდებარეობა ლამპანგის პროვინცია, ტაილანდი
უახლოესი ქალაქი ლამპანგი
კოორდინატები 18°50′11″ ჩ. გ. 99°28′14″ ა. გ. / 18.83639° ჩ. გ. 99.47056° ა. გ. / 18.83639; 99.47056
ფართობი 592 კმ
დაარსდა 1988
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, ველური ცხოველებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

ჩაე-სონის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติแจ้ซ้อน) — ეროვნული პარკი ლამპანგის პროვინციაში, ტაილანდში. პარკს სახელი ეწოდა ჩაე-სონის ჩანჩქერის შესაბამისად, თუმცა ცნობილია გამოქვაბულებითა და ცხელი წყაროებითაც.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაე-სონის ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ ლამპანგი დან 75 კმ-ში. მისი ფართობი 529 კმ²-ია. პარკის მთები კჰუნ ტანის მთიანეთის ნაწილია და გარემომცველი ტერიტორიებისთვის წყლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.[1] პარკის სიმაღლებრივი სარტყელი ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე აღწევს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაე-სონის სატყეო პარკი 1988 წლის 28 ივლისს დაარსდა. იგი ტაილანდის 58-ე ეროვნული პარკი იყო.[1]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჩაე-სონის ექვსიარუსიანი, 150 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი. მაე პიკი 100 მეტრის სიმაღლის სამიარუსიანი ჩანჩქერია. სხვა ჩანჩქერებს შორის აღსანიშნავია: მაე კუნი და მაე მაუნი.

ჩაე-სონის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ცხელი წყაროებიც, რომლებშიც საშუალო ტემპერატურა 73 °C-ია. პარკში მდებარეობს გამოქვაბულთა რამდენიმე სისტემაც, მათ შორის: პჰა-ნგამი, მორი, ლუანგი და ლუანგ კაე.[3]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდური მუნტჯაკი

პარკის ტყეები შერეული ფოთლოვან ტყეებს განეკუთხვნება. ხეთა სახეობებს შორისაა:Afzelia xylocarpa, Chukrasia velutina, Toona ciliata, Diospyros, Lagerstroemia calyculata, Dipterocarpus alatus, Dipterocarpus obtusifolius, Pinus merkusii, Pinus kesiya, Pterocarpus macrocarpus, Shorea obtusa და Shorea siamensis.[1]

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ: სუმატრული თხა-ანტილოპები, მუნტჯაკები, ირმულასებრნი, ბირმული კურდღლები, მალაიური ფრთამატყლიანები, მაკაკები, აზიური ოქროს კატები და გარეული ღორები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Chae Son National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2013. ციტირების თარიღი: 3 July 2013.
  2. Chae Son National Park. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2015. ციტირების თარიღი: 4 July 2013.
  3. National Parks in Thailand: Chae Son National Park გვ. 11–12. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 24 May 2017.