ჩალოემ-რატანაკოსინის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩალოემ-რატანაკოსინის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติเฉลิมรัตนโกสินทร์

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა კანჩანაბურის პროვინცია, ტაილანდი
უახლოესი ქალაქი კანჩანაბური
კოორდინატები 14°47′49″ ჩ. გ. 99°10′54″ ა. გ. / 14.79694° ჩ. გ. 99.18167° ა. გ. / 14.79694; 99.18167
ფართობი 59კმ²
დაარსდა 1980
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, გარეული ცხოველებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

ჩალოემ-რატანაკოსინის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติเฉลิมรัตนโกสินทร์; ასევე, ცნობილი როგორც ტჰამ ტჰან ლოტის ეროვნული პარკი ტაი. อุทยานแห่งชาติถ้ำธารลอด) — ეროვნული პარკი ტაილანდში, კანჩანაბურის პროვინციაში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მთები, გამოქვაბულები და ჩანჩქერები და შედის დასავლეთ სატყეო კომპლექსის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. პარკი 1980 წლის 12 თებერვალს შეიქმნა და ტაილანდის მე-17 ეროვნული პარკი იყო.[1][2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩალოემ-რატანაკოსინის ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კანჩანაბურიდან 97 კმ-ში. მისი ფართობი 59კმ²-ია და კანჩანაბურის პროვინციის უმცირესი ეროვნული პარკია.[1][2] პარკის უმაღლესი მწვერვალია კამ პანგი, რომელიც ზღვის დონიდან 1260 მეტრზე მდებარეობს.[1]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა გამოქვაბულთა სისტემაა. 300 მეტრის სიგრძის ტჰამ ტჰან ლოტ ნოიში უამრავი სტალაქტიტი და სტალაგმიტია. ტჰამ ტჰან ლოტ იაიში სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების გარდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ნარჩენები და უძველესი იარაღებიცაა აღმოჩენილი.[1]

პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ჩანჩქერი მდებარეობს. ტჰან ტჰონგი 15 იარუსიანი ჩანჩქერია, ტჰან ნგოენი უფრო მცირეა და 7 იარუსისგან შედგება.[2]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტყეები სამხრეთ-აღმოსავლური ინდო-ჩინური მშრალი მარადმწვანე ტყეებისა და ბამბუკის ტყეების კატეგორიას მიეკუთვნება.[1]

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ ვეფხვები,[3] ლეოპარდები, ბანტენგები, გაურები და თეტრხელა გიბონები. პარკი ცნობილი ბინადარია იშვიათი სახეობის ხის ბაყაყი, რომლის ხმაც ძაღლის ყეფას წააგავს.[1][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Chaloem Rattanakosin National Park. Department of National Parks (Thailand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 May 2013. ციტირების თარიღი: 21 May 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Tham Than Lot National Park. Tourism Authority of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 21 May 2013.
  3. Jeremy Hance (4 June 2015). „Tigers expanding? Conservationists discover big cats in Thai park“. mongabay.com. ციტირების თარიღი: 11 July 2015.
  4. Elliot, Stephan; Cubitt, Gerald (2001) THE NATIONAL PARKS and other Wild Places of THAILAND. New Holland Publishers (UK) Ltd, გვ. 36–38. ISBN 9781859748862.