დოი-ინტანონის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოი-ინტანონის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติดอยอินทนนท์

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
น้ำตกวชิรธาร อุทยานแห่งชาติลำดับที่44 อุทยานแห่งชาติดอยอินทนนท์.jpg
ვაჩირათანის ჩანჩქერი,
მდებარეობა ჩომ თონგის რაიონი, ჩიანგმაის პროვინცია, ტაილანდი
კოორდინატები 18°35′32″ ჩ. გ. 98°29′12″ ა. გ. / 18.59222° ჩ. გ. 98.48667° ა. გ. / 18.59222; 98.48667
ფართობი 483 კმ²
დაარსდა 1972
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების დეპარტამენტი
ოფიციალური საიტი Doi Inthanon NP

დოი-ინტანონის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยอินทนนท์[1], ასევე ცნობილი როგორც „ტაილანდის სახურავი“) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდში. მოიცავს ტანენ-ტაუნჯის ქედს, ჩომ თონგის რაიონსა და ჩიანგმაის პროვინციას.[2] პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს დოი ინტანონი, ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი. 483 კმ² ფართობის პარკი 1972 წელს დაარსდა.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი ჩიანგმაიდან დაახლოებით 60 კმ-თაა დაშორებული. მის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფლები: კარენი და მეო ჰმნოგი, რომელთა მოსახლეობაც 4500 ადამიანს ითვლის.[4] პარკი ზღვის დონიდან 800 - 2 565 მეტრის სიმაღლეებს მოიცავს და მის საზღვრებში რამდენიმე ჩანჩქერია მოქცეული, მათ შორის: მაე კლანგის, ვაჩირატანის, სირიფუმისა და მაე იას ჩანჩქერები.[2] პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე კლიმატური და ეკოლოგიური განყოფილებაა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოი-ინტანონის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნისლიანი ტყეები, ტორფის ხავსებისა და ფოთლოვანი ტყეებია.[3] ხარობს რამდენიმე რელიქტური ფიჭვი.[2] ტაილანდის ეროვნულ პარკებს შორის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით მეორეა.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pronunciation
  2. 2.0 2.1 2.2 Doi Inthanon National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2015. ციტირების თარიღი: 1 May 2015.
  3. 3.0 3.1 „Jungle Law in Thailand's Forests“. New Scientist. 18 Nov 1989. pp. 43–. ISSN 0262-4079. ციტირების თარიღი: 20 Nov 2014.
  4. Zeppel, Heather (2006). Indigenous Ecotourism: Sustainable Development and Management. CABI, გვ. 237–. ISBN 978-1-84593-124-7. ციტირების თარიღი: 1 Oct 2011. 
  5. Elliot, Stephan; Cubitt, Gerald (2001) THE NATIONAL PARKS and other Wild Places of THAILAND. New Holland Publishers (UK) Ltd, გვ. 62–67. ISBN 9781859748862.