ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติบูโด-สุไหงปาดี

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი
Thailand location map Topographic.png
მდებარეობა სამხრეთ ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
კოორდინატები 6°28′01″N 101°37′48″E / 6.467° ჩ. გ. 101.630° ა. გ. / 6.467; 101.630
ფართობი 294 კმ²
დაარსდა 1999

ბუდო-სუნგაიპადის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติบูโด-สุไหงปาดี) — ეროვნული პარკი ტაილანდში, ნარატჰივატის პროვინციაში. პარკი ტიტივანგსას მთებისა და ტენასერიმის მთიანეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილშია მოქცეული.[1] 1974 წელს სამეფო სატყეო დეპარტამენტმა პაჩოს ჩანჩქერის პაკი დააარსა, რომელიც 1999 წელს ბუდო-სუნგაიპადის ეროვნულ პარკად გადააქციეს.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი ნარატჰივატის, იალისა და პატტანის პროვინციის ტერიტორიაზე, 294 კმ²-ზეა გაშენებული. ბუდოს მთიანეთი ინდო-მალაიური ეკვატორული ტროპიკული წვიმის ტყეების ნაწილია და მაღალი ტენიანობით გამოირჩევა.

პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ჩანჩქერი მდებარეობს, როგორებიცაა: პჰუ ვაე, პაჩო და პაკო. ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი ჩანჩქერი პაჩოა. სიტყვა „პაჩო“ მალაიური pancur-დანაა ნასესხები და ტაიზე ჩანჩქერს ნიშნავს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის გამორჩეული მცენარეა „ოქროს ფოთლები“ (იანდაო). იგი პირველად 1988 წელს აღმოაჩინეს. ვაზის ფოთლებს ოქროსფერი შეფერილობა აქვს და ბაუჰინიას გვარის ხეების ფოთლების მსგავსია, თუმცა უფრო ფართო. ზოგიერთი ფოთოლი ხელისგულზე დიდია. ფოთლებს რბილი ხავერდისმაგვარი ტექსტურა აქვთ. იშვიათ ცხოველებს შორის არიან მარტორქები, შავხელა გიბონები, ტაპირები და სუმატრული თხა ანტილოპები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Budo - Su-ngai Padi National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 July 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.

'