ირმულასებრნი
იერსახე
ირმულასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tragulidae | ||||||||||||
|
ირმულასებრნი (Tragulidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსანთა რიგისა. სხვა მცოხნელებისაგან განსხვავებით, კუჭში წიგნარა არ გააჩნიათ, მათი სხეულის სიგრძე 45—100 სმ აღწევს, მასა 2—15 კგ. რქები არა აქვთ.
ცნობილია ირმულასებრთა 2 გვარი: აფრიკული ირმულა (Hyemoschus) ერთი სახეობით და აზიური ირმულა ანუ კანჩილი (Tragulus). გავრცელებული არიან ტროპიკულ აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დიდი ზონდის კუნძულების ტენიან ტყეებში. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგჯერ მწერებსაც ჭამენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 225.