ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი

หาดขนอม-หมู่เกาะทะเลใต้

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ნაქჰონ სი თამარათის პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
უახლოესი ქალაქი ნაქჰონ სი თამარათი
კოორდინატები 9°13′00″ ჩ. გ. 99°51′00″ ა. გ. / 9.21667° ჩ. გ. 99.85000° ა. გ. / 9.21667; 99.85000
ფართობი 739 კმ²
დაარსდა მშენებლობის პროცესში

ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი (ტაი. หาดขนอม-หมู่เกาะทะเลใต้)) — მშენებლობის პროცესში მყოფი ეროვნული პარკი სამხრეთ ტიალანდში. მოიცავს ნაქჰონ სი თამარათის პროვინცის ქჰანომისა და სიქონის რაიონებს და სურათ თჰანის პროვინციის დონ საკისა და კო სამუის რაიონებს.[1] პარკის სახელწოდება დაკავშირებულია მის ორ ნაწილთან. ჰათ ქჰანომი აღნიშნავს ქჰანომის რაიონის პლაჟებს, თალე ტაის არქიპელაგი კი შედგება ტაილანდის ყურის რვა კუნძულს ქჰანომსა და კო სამუის შორის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი ძირითადად ტყითაა დაფარული. აქ მდებარეობს კირქვოვანი მთები და მანგროს ტყეები. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარების წყალობით მთელი წლის მანძილზე ბევრი ნალექი მოდის. პარკში ორი სეზონია: ზაფხული (თებერვალი-აპრილი) და წვიმის სეზონი (მაისი-იანვარი).[1]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველადი ტყეები ძირითად ისეტი მცენარეებითაა დაფარული, როგორიცაა Intsia palembanica, Sandoricum koetjape და ინდური მუხა. კირქვის მთებზე chanpah და Opuntia elatior ხარობს.

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ გარეული ღორები, მაიმუნები, ციყვები, ინდოჩინური მიწის ციყვები, ინდური მუნჯაკები, ვეფხვები, გიბონები და მალაიური დათვები. ფრინველებიდან: Spilornis cheela, Treron curvirostra, Copsychus saularis , ნიკობარის მტრედები, თოლიები და სხვ.; რეპტილიებიდან: გველები, კუები და ქამელეონები, ხოლო ამფიბიებიდან - სხვადასხვა სახეობის ბაყაყი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hat Khanom - Mu Ko Thale Tai National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2016. ციტირების თარიღი: 4 November 2015.