კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติเขาคิชฌกูฏ

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Thailand 1401.jpg
ხედი კრათინგის ჩანჩქერიდან
მდებარეობა ჩანთაბურის პროვინცია
ქვეყანა ტაილანდი
უახლოესი ქალაქი ჩანთაბური
კოორდინატები (გამოიყენეთ {{coord}})
ფართობი 59 კმ²
დაარსდა მაისი, 1977
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติเขาคิชฌกูฏ) — ეროვნული პარკი ჩანთაბურის პროვინციაში, ტაილანდში. პარკი მდებარეობს კარდამომის მთიანეთის კჰაო-სოი-დაოს ველური ბუნების თავშესაფარში. ცნობილია ჩანჩქერებითა და ტყეებით. პარკის ტერიტორიაზე შემონახულია ბუდას ნაკვალევიც.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი დაარსდა 1977 წლის 4 მაისს. იგი ტაილანდის მე-14 ეროვნული პარკი იყო.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კჰაო-ჰითჩაქუთის ეროვნული პარკი მდებარეობს კჰაო-ჰითჩაქუთის რაიონში, ქალაქ ჩანთაბურიდან 28 კმ-ის დაშორებით. პარკის ფართობი 59 კმ²-ია. უმაღლესი წერტილი, კჰაო-პჰრა-ბატი ზღვის დონიდან 1 085 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მცირე პარკია და უფრო დიდი კჰაო-სოი-დაოს ველური ბუნების თავშესაფრს ესაზღვრება.[1][2]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ: გაურები, ინდური ზამბარები, მუნჯაკები და სუმატრული სერაუები. შენიშნულია ველური სპილოების ჯოგიც.[1][2]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კჰაო-პჰრა-ბატის მთის მწვერვალზე ბუდას ნაკვალევი მდებარეობს, რომელიც ტაილანდელი ბუდისტებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილია. თებერვალსა და მარტში ამ ადგილს მრავალი პილიგრიმი სტუმრობს. კჰაო-პჰრა-ბატის მწვერვალზე მრავალი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელთაც სხვადასხვა ფორმა აქვთ: პაგოდის, ბერების თასის, კუსა და სპილოს.[1]

პარკის უდიდესი ჩანჩქერია კრატიგი, 13 დონიანი ჩანჩქერი, რომელიც რამდენიმე დონეზე ბუნებრივ ბილიკებს კვეთს. ჩანჩქერები მდინარე ჩანთაბურით საზრდოობენ. პარკის სხვა ჩანჩქერებს შორის აღსანიშნავია ჩენგსეი და კლონგ-პიბონი.[[1][3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Khao Khitchakut National Park. Department of National Parks (Thailand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2013. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  2. 2.0 2.1 Khao Khitchakut National Park. Lonely Planet. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  3. Khao Khitchakut National Park. Tourism Authority of Thailand. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  4. Nam, Suzanne (February 2012). Moon Handbooks Thailand, 5th, Avalon Travel, გვ. 142. ISBN 978-1-59880-969-5.