დოი-ფა-ჰომ-პოკის ეროვნული პარკი
დოი-ფა-ჰომ-პოკის ეროვნული პარკი
อุทยานแห่งชาติดอยผ้าห่มปก | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
დოი-ფა-ჰომ-პოკის მწვერვალი
| |
მდებარეობა | ჩიანგმაის პროვინცია, ტაილანდი |
ქვეყანა | ![]() |
კოორდინატები | 19°59′16″ ჩ. გ. 99°08′47″ ა. გ. / 19.98778° ჩ. გ. 99.14639° ა. გ. |
ფართობი | 524 კმ² |
დაარსდა | 200 |
დოი-ფა-ჰომ-პოკის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยผ้าห่มปก; aადრე ცნობილი როგორც მაე ფანგის ეროვნული პარკი[1]) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ეროვნული პარკი ტაილანდში. მოიცავს ჩიანმისს პროვინციის 3 რაიონს: ფანგის, მაე ეისა და ჩაი პრაკანის რაიონებს. პარკის ფართობი 524 კმ²-ია და ფარავს მიანმარის საზღვართან გადაჭიმული დენ ლაოს ქედის მთიან ტერიტორიას. პარკში მდებარეობს ტაილანდის მეორე უმაღლესი მწვერვალი დოი-ფა-ჰომ-პოკი, რომელიც 2 285 მეტრის სიმაღლისაა.[2]
დოი-ფა-ჰომ-პოკი უმეტესწილად ტყითაა დაფარული. ტყეებში ძირითადად Hopea odorata ხარობს, თუმცა იშვიათი მცენარეებიც, როგორიცაა mpatiens jurpioides გვხვდება. ბინადრობენ პეპლებიც: Teinopalpus imperialis და Meandrusa sciron. პარკის ტერიტორიაზე მდებარე დოი ლანგი ფრინველებზე დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი.[3] პარკის შტაბ-ბინის მახლობლად ცხელი მინერალური წყაროები მოედინება. წყლის ტემპერატურა 90-130 °C-ს შორის მერყეობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Doi Pha Hom Pok National Park დაარქივებული June 15, 2012, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Doi Phahompok National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
- ↑ Birdwatching in Thailand, Doi Lang