დოი-ფუ-ნანგის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოი-ფუ-ნანგის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติดอยภูนาง

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ფაიაუს პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
კოორდინატები 19°00′N 100°10′E / 19.0° ჩ. გ. 100.16° ა. გ. / 19.0; 100.16[1]
ფართობი 512 კმ²
დაარსდა 1991

დოი-ფუ-ნანგის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยภูนาง) — ეროვნული პარკი ტაილანდში. მოიცავს ფაიაუს პროვინციის 3 რაიონს: დოკ კჰამტაის, პონგისა და ჩიანგ მუანის რაიონებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოი-ფუ-ნანგის ეროვნულ პარკში გვხვდება როგორც მარადმწვანე, ისე ტროპილური და სუბტროპიკული მშრალი ფართოფოთლოვანი ტყეები. პარკს სახელი ეწოდა მის ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალის, დოი-ფუ-ნანგის მიხედვით, რომელიც 1202 მეტრის სიმაღლისაა. მდინარე იომის ორი შენაკადი მთისთვის წყლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.[2] პარკში მდებარეობს კლდოვანი წარმონაქმნები და ორი ჩანჩქერი: ნამტოკ თან სავანი და ნამტოკ ჰუაი ტონ ფუენგი.[3]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოი ფუნ ნანგის ეროვნულ პარკში ხარობს ისეთი მცენარეები, როგორიცაა: Malabar ironwood, Afzelia xylocarpa, Lagerstroemia calyculata, Mangifera caloneura, Ailanthus triphysa, Michelia alba, Berrya ammonilla, Schleichera oleosa, Vitex pinnata და Pterocarpus macrocarpus.

პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორისაა იშვიათი Pavo muticus. ცხოველებს შორის აღსანიშნავია: ჰიმალაიური დათვი და მუნჯაკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Doi Phunang in Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 31 October 2018.
  2. „Doi Phu Nang National Park“. Bangkok Post (Travel). ციტირების თარიღი: 31 October 2018.
  3. Doi Phu Nang National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 31 October 2018.