დოი-სუთეფ-პუის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოი სუთეპ-პუის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติดอยสุเทพ-ปุย

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მაე სას ჩანჩქერი
მდებარეობა ჩიანგმაის პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
კოორდინატები 18°48′34″ ჩ. გ. 98°54′57″ ა. გ. / 18.80944° ჩ. გ. 98.91583° ა. გ. / 18.80944; 98.91583
ფართობი 210.06კმ²
დაარსდა 1981
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

დოი-სუთეფ-პუის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยสุเทพ-ปุย) — ეროვნული პარკი ტაილანდში, ჩიანგმაის პროვინციაში. პარკში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი ვატ ფრა თათ დოი სუთეფი და პჰუბინგის სასახლე, მეფე პუმიპონ ადულიადეტისა და მისი ოჯახის ზამთრის რეზიდენცია. პარკი შეიქმნა ფლორის, ფაუნისა და ჰაბიტატის დაცვის მიზნით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის სახელწოდება დაკავშირებულია განდეგილ პრარუსივასუთეფის სახელთან, რომელიც ერთ დროს ადგილობრივ ტყეში ცხოვრობდა. 1973 წელს სამეფო სატყეო დეპარტამენტის ინიციატივით ეს და კიდევ 13 ტყე ეროვნულ პარკად გადაკეთდა. დოი-სუთეფ-პუის ეროვნული პარკი 1981 წელს შეიქმნ და ტაილანდის 24-ე ეროვნული პარკი იყო.[1]

გეოგრაფია და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერი მოკ ფა (პარკის C სექტორი)

მთიანი ლანდშაფტი თანონ თონგ ჩაის ქედის ნაწილია. სამი მთავარი მწვერვალია; დოი სეთუფი, დოი ბუაკ კა და დოი პუი. ეს უკანასნელი 1685 მეტრის სიმაღლისაა. კლიმატი გრილია, საშუალო ტემპერატურა 20-23 °C. ზამთარში ტემპერატურა 6 °C-ც ეცემა. ზაფხულის ბოლო წვიმის სეზონია. ნალექი ძირითადად დღის განმავლობაში მოდის.[1]

პარკი ტყითაა დაფარული. 1000 მეტრზე მაღლა მარადმწვანე ტყე, ხოლო დაბლა ფოთლოვანი ტყეა. შერეული ფოთლოვანი-მარადმწვანე ტყე ხეობებსა და მდინარეების ნაპირებზეა გავრცელებული. ძირითადად გვხვდება მუხა და მაგნოლიის ოჯახის ხეები.[1] პარკში რამდენიმე ჩანჩქერია.[2]

პარკის ტერიტორიაზე ბინადარ ცხოველებს შორის აღსანიშნავია Tylototriton verrucosus, ინდური მუნჯაკი და გარეული ღორი. პარკში 300-ზე მეტი სახეობის ფრინველია დაფიქსირებული, მათ შორის: არწივები, თუთიყუშები, ბულბულები და ხოხბები.[1][3] რეპტილიებს შორის აღსანიშნავია: Platysternon megacephalum, Calotes emma, Pseudocalotes kakhienensis, Pseudocalotes microlepis, Gekko gecko, Ptychozoon kaengkrachanense, Tropidophorus thai და Cyrtodactylus doisuthep.[4]

რეკრეაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ლაშქრობა, ველოსიპედის ტარება, კემპინგი, მღვიმეების, ჩანჩქერებისა და სხვა წარმონაქმნების ტურებში მონაწილეობა, მცენარეებზე, ფრინველებზე, პეპლებზე დაკვირვება, კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ვარსკვლავებზე დაკვირვება.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Doi Suthep–Pui National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2013. ციტირების თარიღი: 15 October 2013.
  2. 2.0 2.1 National Parks in Thailand: Doi Suthep–Pui National Park გვ. 30–31. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservatio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 24 May 2017.
  3. Elliot, Stephan; Cubitt, Gerald (2001) THE NATIONAL PARKS and other Wild Places of THAILAND. New Holland Publishers (UK) Ltd, გვ. 72–77. ISBN 9781859748862. 
  4. Kunya, Kirati, Aumporn Panmongkol, Olivier S. G. Pauwels, Montri Sumontha, Jiraporn Meewasana, Woraphot Bunkhwamdi & Siriwat Dangsri. 2014. A New Forest-Dwelling Bent-toed Gecko (Squamata: Gekkonidae: Cyrtodactylus) from Doi Suthep, Chiang Mai Province, northern Thailand. Zootaxa. 3811(2): 251–261. DOI: dx.doi.org/10.11646/zootaxa.3811.2.6