არჩილ არველაძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არჩილ არველაძე | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1973 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
იბერია თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1993 | დინამო თბ. | 57 | (35) |
1993–1997 | ტრაბზონსფორი | 46 | (17) |
1997–2000 | ნაკ ბრედა | 90 | (32) |
2000–2003 | კელნი | 29 | (7) |
2003–2004 | დინამო თბ. | 0 | (0) |
2004–2005 | ლოკომოტივი | 0 | (0) |
სულ | 221 | (91) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1994–2002 | საქართველო | 32 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არჩილ არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტრაპიზონის „ტრაბზონსფორის“, ბრედას „ნაკ ბრედას“, კელნის „კელნის“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელი (1996) „ტრაბზონსფორის“ შემადგენლობაში.[1][2]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩილ არველაძე საფეხბურთო კარიერას 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ იწყებს, რომელიც იმ დროს „იბერიის“ სახელით ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატზე. დედაქალაქურ კლუბში იგი 1991–1993 წლებში თამაშობს, რა დროსაც ეროვნული ჩემპიონატის 57 მატჩში 35 გოლი გააქვს. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. აქ იგი თურქეთის სუპერლიგის 46 შეხვედრას ატარებს და 17-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[3] „ტრაბზონსფორიდან“ 1997 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ბრედაში“ გადადის, რომლის მაისურით ეროვნული პირველობის 90 მატჩში იღებს მონაწილეობას და 32 გოლის გატანას ახერხებს. 2000 წელს ბუნდესლიგის მონაწილე „კელნის“ რიგებში აგრძელებს კარიერას, სადაც 29-ჯერ გამოდის მოედანზე და 7 გოლი გააქვს. საფეხბურთო კარიერას ტრავმის გამო 32 წლის ასაკში 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ასრულებს.[4]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1994–2002 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[5] რომლის შემადგენლობაში 32 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[6][7][8]
1994 წლის 11 ივნისს იბადანში ნიგერიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ არველაძე პირველად გამოდის მინდორზე ეროვნული ნაკრების მაისურით.[9] 2002 წლის 8 სექტემბერს შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში იგი ბოლოჯერ იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.[10]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩილის ძმებიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მისი უფროსი ძმაც რევაზ არველაძე „კელნში“ თამაშობდა, ხოლო არჩილის ტყუპი ძმა შოთა არველაძე 1997–2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა.[11]
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემპიონი: 1991, 1992, 1993
- თასის მფლობელი: 1991, 1992, 1993
ტრაბზონსფორი
- თურქეთის თასი
- თასის მფლობელი: 1995
- თასის მფლობელი: 1996
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- არჩილ არველაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არჩილ არველაძე — ფონდი არველაძე
- ქართული სანაკრებო დინასტიები[მკვდარი ბმული]
- არჩილ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში ჩაერთო
- არჩილ არველაძე – ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროექტზე[მკვდარი ბმული]
- Association of Football Statisticians (AFS) · National Football Teams
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (12 ივნისი, 2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — არჩილ არველაძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.
- ↑ ფონდი არველაძე (22 ივლისი, 2009). არჩილ არველაძე — გუნდური მიღწევები. Arveladze Foundation. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.
- ↑ არჩილ არველაძე. TFF.org. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
- ↑ არჩილ არველაძე. National-Football-Teams.Com. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
- ↑ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების სტატისტიკა. RSSSF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-05. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
- ↑ AFS (8 ოქტომბერი, 2002). Archil Arveladze International matches (1994–2002). Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
- ↑ Roberto Mamrud (21 იანვარი, 2010). Georgia – Record International Players. Appearances for Georgia National Team. Goalscoring for Georgia National Team. RSSSF წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
- ↑ Roberto Mamrud (5 ივლისი, 2018). Georgia – Record International Players. Appearances for Georgia National Team. Goalscoring for Georgia National Team. RSSSF წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
- ↑ AFS (8 ოქტომბერი, 2002). Nigeria v Georgia, 11 June 1994. Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
- ↑ AFS (8 ოქტომბერი, 2002). Switzerland v Georgia, 08 September 2002. Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
- ↑ ფონდი არველაძე. ფონდი არველაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2010.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- დაბადებული 1973
- დაბადებული 22 თებერვალი
- ქართველი ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის ფეხბურთელები
- ტრაბზონსფორის ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- ნაკ ბრედას ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- კელნის ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები