შინაარსზე გადასვლა

შვეიცარიის კავშირი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვეიცარიის ძველი კონფედერაცია
Alte Eidgenossenschaft


13001798
შვეიცარიის ადრეული დროშა

შვეიცარიის ძველი კონფედერაცია XVIII საუკუნეში
დედაქალაქი ციურიხი
მმართველობის ფორმა კონფედერაცია
ისტორია
 - რიუტლის ფიცი 1307/1291
 - მარინიანოს ბრძოლა 13–14 სექტემბერი 1515
 - ვესტფალიის ზავი 15 მაისი/ 24 ოქტომბერი 1648

შვეიცარიის კავშირი (გერმ. Alte Eidgenossenschaft, ფრანგ. République des Suisses, ლათ. Republica Helvetiorum) — დღევანდელი შვეიცარიის წინამორბედი კონფედერაცია.

ის იყო თავისუფალი კონფედერაცია რომელიც XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა და შედგებოდა მცირე კანტონებისგან. მის გულს წარმოადგენდა დღევანდელი ცენტრალური შვეიცარიის ტერიტორია, XIV საუკუნის შუა ხანებში კონფედერაცია გაიზარდა და მოიცვა ქალაქები ციურიხი და ბერნი. მან გააერთიანა საღვთო რომის იმპერიის საიმპერატორო მიწები.

ამ რვა კანტონისგან შემდგარმა კონფედერაციამ საუკუნეზე მეტ ხანს გაძლო და მიაღწია გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებებს რაც ყველაზე მეტად 1470-იან წლებში ბურგუნდიის ომებში გამოჩნდა. ამ წარმატებამ გამოიწვია კანტონების ცამეტამდე გაზრდა.

1499 წლის შვაბიური ომის შემდეგ, მან მიაღწია დე-ფაქტო დამოუკიდებლობას თუმცა 1648 წლამდე ნომინალურად მაინც რჩებოდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.

კონფედერაცია საბოლოოდ 1798 წელს შეწყვიტა არსებობა როდესაც ის საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ დაიპყრო, რის შემდეგაც ის გადაკეთდა ჰელვეციის რესპუბლიკად.

კონფედერაციის არსებობის პერიოდში მას თანამედროვეები უწოდებდნენ Eidgenossenschaft-ს რაც შეიძლება ითარგმნოოს როგორც ფიცის კავშირი. ეს დასახელება მომდინარეობდა კანტონებს შორის არსებულ კავშირიდან. ეს ტერმინი პირველად 1370 წლის 7 ოქტომბერს ექვს კანტონს შორის დადებულ პირველ ხელშეკრულებაში გამოიყენეს. XVI საუკუნედან ტერიტორიას ზოგადად ეწოდებოდა Schwytzerland. ამ პერიოდიდან შვეიარი განიხილებოდა როგორც ცალკე სახელმწიფო და მოიხსენიებოდა შვეიცარიის რესპუბლიკად (Republic der Schweitzer, République des Suisses, Republica Helvetiorum).

ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ, როდესაც შვეიცარიის ტერიტორიაზე შეიქმნა ჰელვეციის რესპუბლიკა და შემდეგ ისევ აღდგა კონფედერაცია, შვეიცარიის კავშირს ასევე მოიხსენიებდნენ როგორც შვეიცარიის ძველ კონფედერაცია.

შვეიცარიის კავშირის 13 კანტონი
კონფედერაციის სტრუქტურა XVIII საუკუნეში

კონფედერაცია რამდენიმე ეტაპად განვითარდა: თავიდან იყო რვა კანტონი (Acht Orte), შემდგომ 1481 წელს გაიზარდა 10-მდე, 1501 წელს 12-მდე და ბოლოს ცამეტამდე (Dreizehn Orte).[1]

ასოცირებული წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შვეიცარიის კავშირის ასოცირებული წევრები Zugewante Orte

შვეიცარიის კავშირს ასევე ჰყავდა ასოცირებული წევრები (Zugewandte Orte), რომლებიც წარმოადგენდნენ მის ახლო მოკავშირეებს.

უახლოესი მოკავშირეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტიპის მოკავშირეებს ეწოდებოდა: გერმ. Engere Zugewandte:

მარადიული მოკავშირეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორ ფედერაცია ჰქონდა ეს წოდება გერმ. Ewige Mitverbündete:

პროტესტანტი მოკავშირეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთი იყო ორი გერმ. Evangelische Zugewandte:

კონდომინიუმები (გერმ. Gemeine Herrschaften) ეწოდებოდა ტერიტორიებს რომელიც ერთდროულად რამდენიმე კანტონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში შედიოდა. მათ განაგებდნენ მაგისტრები (Vögte) რომლებიც ორი წლით ირჩეოდნენ სხვა და სხვა პასუხისმგებელი კანტონებიდან.

გერმანული იურისდიქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული იურისდიქციის წევრებს (გერმ. Deutsche Gemeine Vogteien, Gemeine Herrschaften) ძირითადად განაგებდა ბერნი:

იტალიური იურისდიქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე სამხრეთის მთიანი ოლქი (Vogteien) წარმოადგენტა იტალიურ კანტონებს (გერმ. Ennetbergische Vogteien, იტალ. Baliaggi Ultramontani).

1440 წელს ურის კანტონმა მილანის ჰერცოგ ვისკონტებისგან დაიპყრო ლევენტინას ოლქი. ზოგიერთი ამ ტერიტორიის ნაწილი მანამდე 1403-1422 წლებში იყო ანექსირებული. საბოლოოდ ტერიტორიის მიერთება მოხდა 1500 წელს.

სამი იურისდიქციული ტერიტორია დღს შედის ტიჩინოს კანტონში.

  1. Im Hof, U.. Geschichte der Schweiz, 7th ed., Stuttgart: W. Kohlhammer, 1974/2001. ISBN 3-17-017051-1. (გერმანული)