მარინიანოს ბრძოლა
იერსახე

მარინიანოს ბრძოლა — იტალიური ომების (1494-1559 წწ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის არმიასა და მილანის ჰერცოგ მაქსიმილიან სფორცას შვეიცარიელ დაქირავებულ ჯარს შორის. ბრძოლა გაიმართა 1515 წლის 13-14 სექტემბერს ქ. მარინიანოს (თანამედროვე მელინიანო, ჩრდილოეთი იტალია, მილანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კმ.) რაიონში. ორდღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, აქამდე დაუმარცხებლად ცნობილი შვეიცარიელთა ქვეითი ჯარი განადგურებულ იქნა, ფრანგები ლობარდიაში დროებით დამკვიდრდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443.